ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უსკატეგი, განქორწინების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილ მეუღლეს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს
ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არ არის და არც თავად პროცესია იოლი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომლის მიღებაც შემეძლო
ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავდა, რომ საკუთარ თავთან ისეთ კომპრომისზე უნდა წავსულიყავი, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო.
მიუხედავად ყველაფრისა, მას საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ის ჩემი ქალიშვილის მამაა. გარდა ამისა, ის ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, თუმცა ახლა ჩვენი გზები გაიყო
