სერბეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე +75 ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონობა იზეიმა ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა.
ქართველმა მოჭადრაკემ 11-იდან 7 ქულა მოაგროვა და სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა.
65 წელს ზემოთ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ
