Saturday, November 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საბაგიროს აბონემენტები ძვირდება – რა ფასები იქნება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში

November 14, 2026
საბაგიროს აბონემენტები ძვირდება – რა ფასები იქნება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში

საბაგიროს აბონემენტები ძვირდება – რა ფასები იქნება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაშისაბაგიროს აბონემენტები ძვირდება – რა ფასები იქნება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 2026-2027 წლის ზამთრის სეზონზე საბაგიროს აბონემენტების ფასები იზრდება. განახლებული ფასების მიხედვით, ღირებულება განსხვავებულია როგორც კურორტების, ისე საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.

„მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ინფორმაციით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში ერთდღიანი, რამდენიმედღიანი და სეზონური აბონემენტების შეძენაა შესაძლებელი.

2025-2026 წლის სეზონთან შედარებით, ერთდღიანი აბონემენტის ფასი ბაკურიანში 55 ლარიდან 75 ლარამდე იზრდება, მესტიაში – 50 ლარიდან 70 ლარამდე, გუდაურში – 70 ლარიდან 90 ლარამდე, გოდერძიზე – 30-ლარიდან 50 ლარამდე.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია საბაგიროთი სარგებლობის ფასები 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე.

ბაკურიანში საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის ერთდღიანი აბონემენტის ღირებულება ზრდასრულებისთვის 75 ლარი, 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი 38 ლარია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასები უფრო მაღალია – ერთდღიანი აბონემენტი ზრდასრულისთვის 100 ლარი, ბავშვისთვის კი 50 ლარი ღირს.

მესტიაში ერთდღიანი აბონემენტის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის ზრდასრულზე 70 ლარი, ბავშვზე კი 35 ლარია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთდღიანი აბონემენტი 100 ლარი ღირს, ბავშვებისთვის – 50 ლარი.

გუდაურში ერთდღიანი აბონემენტის საქართველოს მოქალაქეებისთვის 90 ლარი ღირს, ბავშვებისთვის – 45 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ კატეგორიის აბონემენტის ფასი 120 ლარია, ბავშვებისთვის კი 60 ლარი.

გოდერძიზე ერთ დღიანი აბონემენტის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50 ლარს შეადგენს, ბავშვებისთვის – 25 ლარს, უცხო ქვეყნის ზრდასრული მოქალაქეებისთვის – 70 ლარს, ხოლო ბავშვებისთვის – 35 ლარს.

ამასთან, ხელმისაწვდომია მრავალკურორტიანი აბონემენტებიც, რომლითაც მომხმარებელს რამდენიმე სამთო-სათხილამურო კურორტით სარგებლობა შეუძლია. ოთხივე კურორტის სეზონური აბონემენტის ფასი ზრდასრულებისთვის 1 000 ლარია, 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი 500 ლარი.

ცნობისთვის, 6-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასოა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები – საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ
  • საბაგიროს აბონემენტები ძვირდება – რა ფასები იქნება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში
  • საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge