შსს-მ ქართული ოცნების პროპაგანდისტის, ლაშა ნაცვლიშვილის წინააღდმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო – საუბარია პოსტზე, სადაც მან მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს, იობს აგინა, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სასამართლოსთვისაა გადაცემული.
სხდომა 16 ნოემბერსაა ჩანიშნული, საქმეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს.
10 ნოემბერს ქადაგებისას მეუფე იობმა განაცხადა: “დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის”.
მისი თქმით, “განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები, აღარ არის ქვეყანაში, გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანაო”.
მეუფე იობი ქადაგების შემდეგ რეჟიმის პროპაგანდის სამიზნე გახდა. მის წინააღმდეგ პროპაგანდაში ჩაერთნენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები და მედიები. მათ შორის, რეჟიმის პროპაგანდისტი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც მიტროპოლიტ იობს სოციალურ ქსელში გამოქვეყენბულ პოსტში აგინა.
