Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ენმ-ს ჰკითხეს, მონაწილეობდა თუ არა ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში – განხილვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა

November 13, 2026
ენმ-ს ჰკითხეს, მონაწილეობდა თუ არა ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში – განხილვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა

“მაინტერესებს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების ღონისძიებაში მონაწილეობდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა?” – ეს კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მოსამართლე ევა გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს დაუსვა.

გოცირიძე დაინტერესდა, როგორ აფასებს პარტია ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს და რა იყო საპროტესტო აქციის გამართვის რეალური მიზანი. პროცესი კამათის ფონზე წარიმართა. კითხვა-პასუხის დროს ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტიული ერთეული ამ ორგანიზებაში არ ღებულობდა მონაწილეობას”.

მოსამართლე ევა გოცირიძე: ძალიან საყურადღებო იყო ზოდელავას განცხადება, რომ ჩვენ ახლა ჩავიბარებთ მამაკაცური ძალის გამოყენებით პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. პრეზიდენტის სასახლის გასაღების ხელში ჩაგდება არის თუ არა მშვიდობიანი დამხობის ელემენტი . რა სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამას და იმ მონაწილეებს, ვინც მონაწილეობდნენ ამაში და მაშნვე არ გაემიჯნენ ამ ფაქტს.

ლევან ბეჟაშვილი: არანაირი გასაღების გადაცემა არ მოხდებოდა ახლა რა სისულელეა. ეს იყო სიმბოლური გამოხატულება, რომ მივიდეთ და ჩვენი პროტესტი პრეზიდენტის სასახლესთან დავაფიქსიროთ.

მოსამართლე ევა გოცირიძე: შეიძლება ვინმე სათამაშო გასაღებს გულისხმობდა, მაგრამ აქციის მონაწილეები, რომლებიც მიდიან პრეზიდენტის სასახლესთან იმ განზრახვით, რომ ჩაიბარონ პრეზიდეენტის სასახლის გასაღები, იქ მოვლენების განვითარების რა ლოგიკა შეიძლება დავინახოთ? იქ მცველები იტყოდნენ, რომ მოდით და ჩაიბარეთ გასაღებიო და ეს მოხდებოდა ნებაყოფლობით?

ანი წითლიძე: თქვენ ამ წუთას გველაპარაკებით მურთაზ ზოდელავას განცხადებაზე, რომელიც საერთოდ რა კავშირიშია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ის პარტიაში აღარ არის 2020 წლიდან.

მოსამართლე ევა გოცირიძე: მე მაინტერესებს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების ღონისძიებაში მონაწილეობდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა?

ლევან ბეჟაშვილი: არა.

ანი წითლიძე: თქვენ ყველა კითხვა, რომელიც დასვით, მათ შორის ფრაზა გასაღებთან დაკავშირებით, ამას გიხსნით ზუსტად, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არ მოემართება, იმიტომ, რომ მაგ ფრაზის ავტორი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ ყოფილა.

ლევან ბეჟაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტიული ერთეული ამ ორგანიზებაში არ ღებულობდა მონაწილეობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭების ვინაობა ცნობილია
  • ქართველმა მოგზაურებმა 2026 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 835 მილიონი ლარი დახარჯეს – საქსტატი
  • მე-9 საუკუნეში, სლავმა ტომებმა მიმართეს ვიკინგებს, ჩვენ კარგი ქვეყანა ვართ, მაგრამ წესრიგი არ გვაქვს, მობრძანდით და გვმართეთო, მე-9 საუკუნის რუსეთში დაბრუნებას გვთავაზობთ? – ევა გოცირიძე ბეჟაშვილს “ვეტინგის” სისტემაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge