Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილს გასაუბრების მიზნით პროკურორი შეხვდება – თუ მის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცეს – სოსო ბარათაშვილი

November 13, 2026
ირაკლი ღარიბაშვილს გასაუბრების მიზნით პროკურორი შეხვდება – თუ მის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცეს – სოსო ბარათაშვილი

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით შეხვდება, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

ის ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთ ადვოკატთან, ნათია თამაზაშვილთან ერთად სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

„სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და მის მოადგილეს, ელენე ღუდუშაურს შევხვდით. მათ გამოთქვეს დაინტერესება ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმით, ეს შეეხება როგორც მიმდინარე საქმეს, ასევე, მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს მის მიმართ განხორციელებულ დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით. ისინი ამ საქმეებს შეისწავლიან, რასაკვირველია, ჩვენი მხარე ხელს შეუწყობს მათ ამ საქმის შესწავლაში.

ლევან იოსელიანმა გამოთქვა მზადყოფნა, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდეს, ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურორიც შეხვდება.

„გუშინ ღამით დამიკავშირდა პროკურორი, რომელმაც მითხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების სურვილი აქვს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, რომ პროკურორი ჩვენი თანდასწრებით ორშაბათს შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. უნდა გავერკვეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება. თუკი, გამოძიება დაწყებულია, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში. მისი სურვილია ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს.

არაერთი განცხადება გავრცელდა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედების ფაქტს შეეხებოდა, რომელიც ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად წამებასთან არის გათანაბრებული“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს დაიწყო.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
  • ერთია, რომ ჩვენ აბსურდულს ვეძახით მათ პოზიციებს და ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში – გიორგი კახიანი
  • მესმის ბატონ მიხეილ სააკაშვილის პათოსი, თუმცა ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება – ლევან ბეჟაშვილიკონსტიტუციასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს –

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge