ორგანიზაცია RAF-მა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონსტაინმა დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი აბუ დაბიში ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაბრუნდა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა.
გვსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ აბუ დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის.
ჩვენ კვლავ მომავალზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ჩვენთან დაბრუნდა“, – ნათქვამია ჩად ბრონსტაინის ოფიციალურ განცხადებაში.
