Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალი ბრალი დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე – “კაწროს” პოზიცია ცნობილია

November 13, 2026
ახალი ბრალი დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე – “კაწროს” პოზიცია ცნობილია

ახალი ბრალი დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე – “კაწროს”, იგივე ავთანდილ ბილანიშვილის პოზიციას “ტვ პირველთან” მისი ადვოკატი აჟღერებს.

როგორც თამარ აბესაძე აცხადებს, ავთანდილ ბილანიშვილი აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დაცვის მხარე პროკურატურას სადავოდ უხდის ბრალში მითითებულ ყველა გარემოებას.

“ჯგუფური ძალადობა ნამდვილად არ არის, არის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელსაც რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით და სადავოდ ვხდით აბსოლუტურად ყველა გარემოებას ამ საქმესთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აბსურდული ბრალდებაა. პოზიცია გითხარით, რომ თავს დამნაშავედ არ ვცნობთ, შესაბამისად დავაში ვართ შესული ამ საკითხთან დაკავშირებით”, – ამბობს თამარ აბესაძე.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსამართლე ევა გოცირიძემ ენმ-ს ჰკითხა, იყო თუ არა მედია მათი ხელისუფლების დროს წნეხის ქვეშ
  • ესპანეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ მიმართულებით, მათ რეალურად დაინახეს ის რისკები, რა რისკებსაც აწყდებიან ქვეყნები გარე ჩარევების შესაბამისად – ზვიად შალამბერიძე
  • „ორგანოებით ვაჭრობაზე პროკურატურა და მთავრობა რომ ხმას არ იღებს, ამ სირაქლემა პოზას რა მიზანი აქვს? ჰგონიათ, რომ ეს თემა გადაივლის, მიჩუმდება და დაგვავიწყდება?!“ – ბაია პატარაია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge