დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე 7 პირისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ფეიქრიშვილების დედა პირველ კომენტარს აკეთებს – ნინო აბრამიშვილი კმაყოფილი არ არის იმ კვალიფიკაციით, რაც პროკურატურამ მისი შვილის საქმეს მიუსადაგა.
“აქ იყო კონკრეტულად მუხლი წამება. ეგენი ჯუფურად მუშაობდნენ, პატარიძეც, ფირცხალავაც, ვატო ყიფიანი, ბილანიშვილი, გოცირიძე, კაჭარავა, ჩვენი საქმის პროკურორიც და ბევრი პოლიციის თანამშრომელიც”, – ამბობს ფეიქრიშვილების დედა და გამოძიებისგან ციხის საკანში განხორიცელებული 4-დღიანი ძალადობის დამკვეთზე გასვლას ითხოვს.
ნინო აბრამიშვილი ასევე საუბრობს იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზეც – “პაატა სალიას ვურჩევ, დატოვოს თანამდებობა”
“მე არ ვარ კმაყოფილი იმ კვალიფიკაციით, როგორიც გააკეთა ბატონმა პროკურორმა. ეს არ იყო ძალადობა, ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად, მაგრამ აქ იყო კონკრეტულად მუხლი წამება. ეგენი ჯუფურად მუშაობდნენ, პატარიძეც, ფირცხალავაც, ვატო ყიფიანი, ბილანიშვილი, გოცირიძე, კაჭარავა, ჩვენი საქმის პროკურორიც და ბევრი პოლიციის თანამშრომელიც. უნდა აიღოს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა აუცილებლად იუსტიციის მინისტრმაც. თქვენ თუ გინდათ თქვათ, რომ რაღაც გააკეთეთ და ამით მორჩეს, რატომ არ არის დაჭერილი გიჩო მარგველაშვილი? რატომ არ წაუყენეს ბრალი ზაუტაშილს? ვინ არის დამკვეთი? რა დონის დამკვეთია ეს, რომ ასე აფარებს ხელს. სალია კონცერტებს ესწრებოდა და გვიყვებოდა ზღაპრებს, რომ თურმე რა კარგი მდგომარეობაა ციხეში, ამ დროს იცოდა, რომ ადამიანი იყო ნაცემი. პაატა სალიას ვურჩევდი, რომ თვითონ დატოვოს სამსახური, – ამბოს ფეიქრიშვილების დედა.
