Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არაერთი ფაქტი ადასტურებს საქართველოს მიმართ ევროკაშირის ფარისევლობას, გვიკრძალავდნენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ზრდიან რუსული თხევადი გაზის ექსპორტს – შალვა პაპუაშვილი

November 13, 2026
“ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქ ჩანს ევროკავშირის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და არაერთი ფაქტი ყოფილა, რომელიც ადასტურებს ფარისველობას, რომელსაც ჩვენ ევროკაშირისგან ვხედავთ საქართველოს მიმართ. ერთი მხრივ, ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო. განსაკუთრებით, მათ შორის, მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლიტვა იყო ყველაზე დიდი ღვინის ექსპორტიორი მთელ მსოფლიოში, რუსეთში. ახლაც ამას ვხედავთ, ნავთობპროდუქტებთან და ენერგორესურსებთან დაკავშირებით, იქნება გაზი თუ ნავთობი, როგორ ცდილობდნენ საქართველოს დაყოლიებას, რომ არ მომხდარიყო იაფი ენერგორესურსების შეწყიდვა რუსეთიდან, აგვეკრძალა ჩვენი ბიზნესისთვის საწვავი და სხვა ენერგომატარებლები შემოეტანათ. ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, მთელი ჩვენი ვაჭრობა, რაც არის წელიწადში, თვენახევარში უხდიან ისინი რუსეთს მარტო თხევად გაზში. რუსეთიდან იმპორტი ჩვენთან წელიწადში არის დაახლოებით მილიარდნახევარზე ცოტა მეტი. ერთ მილიარდს მარტო თხევად გაზში უხდის ევროკაშირი რუსეთს. აქაც ჩანს ის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ევრონიუსი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის პირველ ათ თვეში ევროკავშირმა არქტიკიდან მიღებულ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 8.7 მილიარდ ევრომდე დახარჯა, რაც 21%-ით აღემატება 2025 წლისთვის ნავარაუდევ მთლიან დანახარჯს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  • დღესაც რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიმეორებდნენ მთელ იმ ბოროტებას ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, რის გამოც 2012 წელს ეს პოლიტიკური სენი მოშორდა პოლიტიკიდან საზოგადოების, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მიერ – თორნიკე ჭეიშვილი
  • მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლისა და მოსარჩელის კითხვებზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა შეგვეძლოს – თორნიკე ართქმელაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge