ბრაზილიელი მებრძოლი მარლონ მორაეში, რომელთან საჭიდაოდაც მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში ჩავიდა, გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა.
„შედგება თუ არა ჩვენი ბრძოლა? ჯერჯერობით, არაფერი ვიცი. იმედია, მერაბი თავს კარგად გრძნობს. დვალიშვილი კარგი ბიჭია, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმედია, ის თავს კარგად გრძნობს და ჭიდაობას შეძლებს“, – ამბობს მებრძოლი.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, დღეს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს დაღესტნელი მებრძოლები – უსმან და უმარ ნურმაგომედოვები და მათი მეგობრები თავს დაესხნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. აქვე გეტყვით, რომ RAF-ის ღონისძიება, რომელზეც დვალიშვილი-მორაეშის ბრძოლაა ჩანიშნული, 14 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
