მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრი, MMA-ის მებრძოლი ლაშა მესხი, სოციალურ ქსელში საბა ლაზიშვილთან მიმოწერას აქვეყნებს.
„მაგარი ბათქი იყო… უსმანი და უმარი ერთად მეჩხუბებოდა… ორივეს ისეთი მოვადე ყბაში…“, – წერს საბა ლაზიშვილი.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ.
დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.
