Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

November 12, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ დოკუმენტების გაყალბების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ნასამართლევმა ბრალდებულმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების მიზნით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების განზრახვის გარეშე, საქართველოში საწარმო დააფუძნა, რომლის საბანკო ანგარიშზეც უცხოეთიდან, დაუსაბუთებელი წარმომავლობის 496 000 აშშ დოლარი ჩარიცხა.

„შემდგომში, საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის კონვერტირებული ნაწილი, როგორც თითქოს კანონიერი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ბრალდებულმა პირად საბანკო ანგარიშზე გადაიტანა, კონვერტაციით კვლავ გარდაქმნა უცხოურ ვალუტაში და გადარიცხა საზღვარგარეთ, როგორც პირად და ისე მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც ფიზიკურ პირთან მიმართებით სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია, დაახლოებით, 570 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა. სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს აფრთხილებს
  • საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge