Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობენ, რომ პირველი კურსის სტუდენტსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა – „ნაცმოძრაობა” იქამდე მივა, რომ იტყვიან, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის” წევრი საერთოდ არ ყოფილაო”- არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე

November 12, 2026
“ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობენ, რომ პირველი კურსის სტუდენტსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა – „ნაცმოძრაობა” იქამდე მივა, რომ იტყვიან, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის” წევრი საერთოდ არ ყოფილაო”- არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე

დღეს მათი ინტელექტისა და პროფესიონალიზმის შედეგები საზოგადოებამ ნახა. ხშირად ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობენ, რომ პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა – ესენი ხელისუფლებაში, რომ იყვნენ ალბათ, ჩვენ მომხრეებს საკონცენტრაციო ბანაკებს მოუწყობდნენ და იქ მოათავსებდნენ, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რთულია საერთოდ რამეზე საუბარი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის” წევრები იძახიან, რომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მათთან კავშირში არ არიან, როდესაც „ლელო-ძლიერი საქართველო” ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი მათთან კავშირში არ არის, „ნახევარ საათის განმავლობაში საკუთარ ნათქვამსაც კი ეწინააღმდეგებიან, ხშირ შემთხვევაში ნახევარი საათიც არაა საჭირო, ათ წუთში უარყოფენ”.

„როგორც მითხრეს, ქალბატონი ანა წითლიძე ერთ-ერთ ეთერში საუბრობდა, რომ ინტელექტი და პროფესიონალიზმი არაკონსტიტუციური პარტიების მხარესა, დღეს მათი ინტელექტისა და პროფესიონალიზმის შედეგები საზოგადოებამ ნახა. ხშირად ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობენ, რომ პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა. მაგალითად, ისიც მოვისმინეთ, რომ თურმე ადამიანის უფლებები სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი არ ყოფილა, შემდეგ ძლივს, როგორღაც ერთი საათის შემდეგ, ადამიანი რომელიც არის პროფესორი, აკადემიურ სფეროშია, წიგნების ავტორია, ამას ამბობდა და არაერთი ჩაკითხვის შემდეგ გამოასწორა, თვითონაც მიხვდა, რომ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობდა.

ისიც მოვისმინეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ადეიშვილსა და მერაბიშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, ეს ადამიანები, „ნაცმოძრაობა” იქამდე მივა, რომ ბოლოს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრი საერთოდ არ ყოფილაო, იმასაც იტყვიან. ამ დღეში არიან ისინი ჩავარდნილები, როდესაც სისტემური ადამიანის უფლებათა დარღვევის, დამოუკიდებლობის ხელყოფის და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნის წინააღმდეგ ფაქტებზე არაფერი არ აქვთ სათქმელი. შეიძლება ისიც თქვან, რომ 2004 -2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაშიც არ ყოფილაო, ამ დღეში არიან ჩაცვენილები. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, რაც დღეს გაჟღერდა, ისევ არ იშლიან თავისას, ისევ მილიონ ას ოცი ათასზე მეტ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ და ამას სხდომათა დარბაზში აკეთებენ. მაგალითად, ბატონმა სიორიძემ, „ნაც-ლელოს” წარმომადგენელმა დღეს გაბედა და ჩვენს ამომრჩეველს პრორუსი უწოდა. თითოეულმა ადამიანმა კარგად დაიმახსოვროს, ზრდილობას მოუხმონ, როდესაც ჩვენ ამომრჩეველზე საუბრობენ და გაითავისონ, რომ ჩვენი ამომრჩეველი არის პროქართველი და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას და მხარს გვიჭერენ. თავი დაანებონ დეჰუმანიზაციის მცდელობებს და იმ პრაქტიკას, რომელიც იყო ნაცისტური, ფაშისტური და ევროპაში 40-იანი უარი ეთქვა. დღესაც იმავეს აკეთებენ, არათუ ექსტრემიზმს ახალისებენ, ცდილობენ, რომ ადამიანები გარიყონ და გამიჯნონ. ესენი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ალბათ, ჩვენ მომხრეებს საკონცენტრაციო ბანაკებს მოუწყობდნენ და იქ მოათავსებენ, იმ დროში არიან ჩაცვენილები. ამიტომაც, ყოველ დღე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ამტკიცებენ, რომ მათი რეალური საფრთხე კონსტიტუციური დარღვევისა არის რეალური და რომ იყვნენ ხელისუფლებაში ადამიანის უფლებებს საერთოდ ფეხქვეშ გათელავდნენ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “მუსიკისთვის მუსიკოსის დაჯარიმება სრული აბსურდია. მხარდაჭერას ვუცხადებ სოფო ბათილაშვილს ამ უსამართლობაში ყოფნის გამო” – Kordz

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge