მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. ერთ დღიან ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 1.12%-ით დაიკლო და თბილისის დროით 12:30 საათისთვის უნციის ღირებულება 3 946 დოლარი გახდა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის 1 უნციის ფასი 51.3 დოლარია, რაც ერთ დღიან ჭრილში 1.34%-ით გაიაფებული მაჩვენებელია.
საქართველოში ოქროს ფასმა ასევე მცირედით იკლო. 1 გრამი 999 სინჯის ოქრო 344 ღირს, 750 სინჯის – 258 ლარი, ხოლო 585 სინჯის – 201 ლარი.
1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 4.40 ლარი, ხოლო 800 სინჯის – 3.52 ლარი ღირს.
