Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა

November 12, 2026
ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, გააფრთხილა თუ არა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც სერგეი შოიგუმ “სახელმწიფო გადატრიალებად” დაახასიათა.

პასუხად ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თავის დროზე საჯაროდ ეხმაურებოდა.

ზახაროვას მტკიცებით, 2024 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო “დასავლეთის ჩარევის” მაგალითად მან ქართული ოცნების “უცხოეთის აგენტების” კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები მოიყვანა.

“აქტიურად ვაკეთებდით კომენტარებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა. ვამბობდით, რომ სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს, მიმართ იყენებდნენ ყველა იმ ხერხს, რასაც შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებენ. ცდილობდნენ, საქართველო ანტიქართულ ‘ნარატივებში’ მოექციათ. რადგან ყველაფერი, რაც ხდებოდა, პირველ რიგში, თავად საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატული ნების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ამაზე ღიად ვსაუბრობდით, ფაქტებზე დაყრდნობით. კერძოდ, სწორედ ‘უცხოეთის აგენტების’ კანონის მაგალითზე ვამბობდით, როგორ იყენებდა დასავლეთი ამ საკითხს მანიპულაციისთვის და როგორ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში.

დასავლეთი ცდილობდა ამ კანონის გაუქმებას, შემდეგ კი ამავე საკითხის გამოყენებას, რათა როგორმე ‘დაედგა’ და ემართა საპროტესტო განწყობები. იქ, სადაც ამის უფლება არ ჰქონდა, ამ პროცესებს სრულიად ხელოვნურად აღვივებდა. ამ ყველაფერს მაშინვე ვეხმაურებოდით, ფაქტობრივად, რეალურ დროში.” – თქვა ზახაროვამ.

კითხვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს, მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული “სახელმწიფო გადატრიალება” აღკვეთა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
  • ირაკლი კობახიძეს დუბლინში ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდებიან
  • მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ, ყველამ უნდა დაინახოს, რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში – გიორგი სოსიაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge