„ღმერთმა შეუნდოს“ – ამბობს მარიამ ლაშხი მეუფე იობის ქადაგებაზე.
„განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ! ამ ხელისუფლებამ შესაძლებლობა სრულად ამოწურა!“ – მიტროპოლიტმა იობმა ამბიონიდან „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა და მათ ურწმუნო და არაეკლესიური უწოდა.
მეუფე იობმა ეკლესიის წარმომადგენლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა“. მიტროპოლიტმა ე.წ. „სუსის კრებსებიც“ გაიხსენა და თქვა, რომ უკანონო მოსმენების გავრცელება ივანიშვილის მიერ პატრიარქ ილია მეორეზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.“
