Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაუგებარია, რატომ არის ასეთი დაჟინებული მოთხოვნა, რომ ბავშვმა წვნიანი საჭმელი მიიღოს – მაია ბუწაშვილი

August 13, 2022
გაუგებარია, რატომ არის ასეთი დაჟინებული მოთხოვნა, რომ ბავშვმა წვნიანი საჭმელი მიიღოს – მაია ბუწაშვილი
ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მშობლებს ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.
“პაციენტებს ხშირად ვეკითხები კვების რეჟიმის შესახებ, განსაკუთრებით როცა პაციენტი ბავშვია. უმრავლეს შემთხვევაში ერთნაირი სცენარია ხოლმე: დედა ან ბებია ძალიან უკმაყოფილო აღნიშნავს, რომ ბავშვი ძალიან ცუდად იკვებება. რომ ჩავეკითხები, აღმოჩნდება,, რომ უკმაყოფილების მიზეზი არის ის, რომ “არ ჭამს წვნიანებს”. ბავშვს სახეზე აწერია, რომ ამ თემაზე ორთაბრძოლები აქვს ოჯახში გამოვლილი:)
რატომ არის ასეთი დაჟინებული მოთხოვნა უფროსების მხრიდან, რომ ბავშვმა წვნიანი საჭმელი მიიღოს, ბოლომდე ჩემთვის გასაგები არ არის. თუ ბავშვი (ცხადია, მოზრდილიც), ადექვატურად იღებს საკვებს, ჭამს ბოსტნეულს და ხილს, სვამს წყალს, წვნიანი რატომ არის ასეთი აუცილებელი? ზოგისთვის ბავშვობის მწარე მოგონებაა სუპებს რომ აძალებდნენ და მერე თვითონ აძალებს თავის შვილს, თითქოს ეს ტრადიცია მემკვიდრეობით გადადის და თან არავინ იცის, რატომ:).
უკვე წინასწარ ვიცი უკმაყოფილო კომენტარების შინაარსი, რაც ამ პოსტის ქვეშ დაიდება და მათ წინასწარვე მინდა ვკითხო: სუპის სარგებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ შეიცავს ბოსტნეულს და სითხეს, იწვევს სისავსის შეგრძნებას და წვნიანის ჭამით შეიძლება ნაკლები კალორია მივიღოთ. თუ ბავშვი ბოსტნეულსაც იღებს და წყალსაც სვამს, აუცილებლად ერთად მოხარშული რატომ უნდა მიიღოს, მითუმეტეს, რომ უმი ბოსტნეული ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე სუპში მოხარშული და უმეტეს შემთხვევაში სარგებლობადაკარგული.
რა ვიცი, არა მგონია დღეს ჩვენი ბავშვების კვებაში ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ბევრად უფრო მეტი და მნიშვნელოვანი არასწორი ელემენტებია ჩვენი ბავშვების და მოზარდების კვების რეჟიმში”, – წერს მაია ბუწაშვილი.
Tags: მაია ბუწაშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს
  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge