Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე…” – რას აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი

November 11, 2026
“ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში რუსეთის კრიტიკა აკრძალოს…” – რას ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე, ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა (გზა) არ არსებობს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარტიებს აკრძალავს, მათი რეალური სახე გამოჩნდება, რაზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„თუ აკრძალეს პარტიები, უფრო მეტი ძალისხმევა მოუწევთ ინდივიდუალურად ლიდერებსაც, არალიდერებსაც, ნებისმიერ წარმომადგენელსაც. ცხადია, ეს (პარტიების აკრძალვა) ეთერებში საზოგადოებასთან კომუნიკაციას შეაჩერებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია და პარტიის წევრები დაუბრუნდებიან იმ პოლიტიკურ ანბანს, რაც არის ადამიანებთან, ხალხთან საუბარი.

რაღაც აკრძალვები, ხშირად უფრო კარგად აჩენს იმ სიმართლეს და რა ტყუილშიც გვაცხოვრებს „ქართული ოცნება“. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაბიჯებით გამოაჩინა მათი რეალური სახე, რაზე არიან წამსვლელები, მათ შორის ძალაუფლების შესანარჩუნებლად და რაზე არიან წამსვლელები ადამიანის უფლებების ხელყოფისთვის. ეს სიმართლე საზოგადოებას ბევრად უფრო მეტად ფხიზელს აჩენს. ასე მოვიდა „ქართული ოცნება“ დღემდე, რომ თურმე ის პრაგმატულ პოლიტიკას ეწეოდა და ეს არგუმენტაცია ეცლება. მე უფრო მართალი ვიქნები იმ ადამიანებთან, ვისთანაც ინტერაქციაში შევდივარ“, – აღნიშნა ბუტიკაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს.

„„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მოასუფთაოს ველი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე დაარეგულიროს, რომ მხოლოდ პუტინსა და პუტინს შორის იყოს არჩევნები, ამას აკეთებს. პროდასავლურ პარტიებს კრძალავს და ტოვებს ერთადერთ შესაძლებლობას, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ისეთმა პარტიებმა, რომლებიც ან პრორუსულები არიან ან თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ან შეფარული კონსერვატორები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ველის მარიონეტები არიან.

შესაბამისად, ამას როცა გისპობს, ის არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ამის ახსნა სჭირდება საზოგადოებას, რომ იმ არჩევნებს, რასაც „ქართული ოცნება“ ჩაატარებს, არჩევნები არ შეიძლება, ეწოდოს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნუ გალანძღავთ ნატა ვიბლიანს, ის არის ტრავმირებული ადამიანი“ – ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
  • “ქართველი გადასახადის გადამხდელი ფაქტობრივად რუს მსმელებს ღვინის საყიდლად საჭირო ფულს ჯიბეში უდებს” – რას წერს რომან გოცირიძე
  • რას ამბობს სტიქაროსნის დედა, რომლის შვილის გარდაცვალების საქმეზეც პოლიციელები დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge