თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
განცახდებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1389 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
