გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე, ჟურნალისტი თაია გამთენაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, საზოგადოება გამოძიებისგან პასუხებს ელოდება, თუმცა დრო გადის და კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.
„- გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ვიცი, გამოძიებას სჭირდება დრო, რომ შესაბამისი მოქმედებები განახორციელოს, თუმცა დრო გადის, კითხვები იმატებს, პასუხები კი ჯერ არ ჩანს…
ვიღაცეები ისევ ბინძურ თამაშებს თამაშობენ. ხელწერა ისევ ძველია. თუმცა ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს, სოფო მარტო აღარ არის. მას ჩვენ, მთელი ქვეყანა ვუდგავართ გვერდით!
ეცდებით ისევ საქმის ჩაფარცხვას? საქმე სტრასბურგამდე მივა!
მალე ამ თემაზე კიდევ ერთ გადაცემას გავაკეთებ. ვიცი, ელოდებით და აუცილებლად გაგიზიარებთ ყველაფერს, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ხელმისაწვდომია.
არც გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით, სანამ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული და გურამი არ იქნება ნაპოვნი!
ამ დღეებში არაერთი უცნაური რამ მოხდა, ყველაფერზე მალე ვისაუბრებთ!“ – წერს გამთენაძე.
გურამ დადიანიძე 2014 წელს, 17 წლის ასაკში, ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში გამართულ ექსკურსიაზე გაუჩინარდა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი
უცნობია.
დაკარგული ბიჭის დედის, სოფო ბიბილაშვილის ინტერესებს, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იცავს.
