Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა საჯაროდ გამლანძღა და დამატებით, ჩემი აცილება მოითხოვა…” – რას აცხადებს ტარიელ კაკაბაძე

November 11, 2026
“ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა საჯაროდ გამლანძღა და დამატებით, ჩემი აცილება მოითხოვა…” – რას აცხადებს ტარიელ კაკაბაძე

“2013 წლიდან ადვოკატი ვარ და პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა საჯაროდ გამლანძღა და დამატებით, ჩემი აცილება მოითხოვა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქმე ფაქტობრივად გამოძიებულია.

დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ნატა ვიბლიანს ვთხოვდი დროს, თუმცა ვიღაც-ვიღაცებმა ის შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი თხოვნის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე დღე აჟღერებდა, რომ ითხოვდა ჩემს აცილებას.

აღსანიშნავია, საქმეზე ჩატარდა ყოველმხრივი გამოძიება, მათ შორის ოთხასამდე საგამოძიებო მოქმედება და ვიცი პროკურატურის პოზიციაც.

გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს ნატას იმ ადამიანებმა, ვინც დაარწმუნა, რომ საჯაროდ უნდა ველანძღე და ჩემი აცილება მოეთხოვა მაშინ, როდესაც სწორედ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით და ბრძოლით მიეცა მას დაზარალებულის სტატუსი, რაც აუცილებლად მიიყვანდა საქმეს დასახულ მიზნამდე.

აქვე დავამატებ, რომ იგივე ქმედება განახორციელა ნატა ვიბლიანმა პროკურორის და გამომძიებლის მიმართაც, როდესაც მოითხოვა მათი აცილება, რამაც კიდევ უფრო გააჭიანურა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინანდელ საქმეს შევეჭიდეთ, რაც უპრეცედენტოა.

ჩემი აზრით, ბოლო დღეებში ნატა ვიბლიანს ისეთი ქმედებები ჩაადენინეს, რამაც საქმე გაურთულა.

ერთ რამეს ვთხოვ საზოგადოებას, ნუ გალანძღავთ ნატა ვიბლიანს, ის არის ტრავმირებული ადამიანი. სწორედ ამიტომ ვუთმენდი მთელი ამ თვეების განმავლობაში მისგან ძალიან ბევრ შეურაცხყოფას.

ვითმენდი იმიტომ, რომ ყოველთვის ვარ კლიენტის ერთგული და საბოლოო შედეგის დადგომამდე მსურდა ვყოფილიყავი მისი ადვოკატი!“ – წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

გუშინ ადვოკატებმა, ტარიელ კაკაბაძემ და ნუცა თოფურიამ სოციალურ ქსელში ნატა ვიბლიანის შესახებ დაწერეს. მათი ინფორმაციით, ვიბლიანი მათ აშანტაჟებდა, თამუნა მუსერიძის დაკავებას და სხვა “აბსურდულ საკითხებს” ითხოვდა. ამის შემდეგ ადვოკატებმა მის დაცვაზე უარი თქვეს

ვიბლიანმა რამდენიმე თვის წინ მოყვა, რომ სვანეთში მასზე სექსუალურად 9 წლის ასაკიდან ძალადობდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”… – ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს
  • პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვას იწყებს – გაზრდილია დაფინანსება სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge