„ქართუს“ კომპანია ორთაჭალაში 43-სართულიანი კოშკის ნაცვლად უკვე 49-სართულიანის მშენებლობას ითხოვს – ინფორმაციას “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე ავრცელებს.
- საუბარია, თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ დაგეგმილ მულტიფუნქციურ კომპლექსს “ორთაჭალა თაუერსის” მშენებლობაზე.
აბესაძის ინფორმაციით, მოთხოვნაზე თბილისის მერიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ~
სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საუბარია, დამატებით 20,452 კვ.მ ფართობზე (პლიუს 6 სართული).
ივანიშვილის ,,ქველმოქმედება” თბილისს და თბილისელებს.
▪️მისი საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ”-ს კუთვნილი კომპანიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ორთაჭალის ხიდთან (ჰესთან) ასაშენებელი 89,948 კვ.მ-ის ფართობის 43 სართულიანი კოშკი და ახლა ითხოვს 110,400 კვ.მ ფართობის 49 სართულიანი კოშკის მშენებლობას. ეს დამატებით 20,452 კვ.მ ფართობია (პლიუს 6 სართული).
▪️მოდი ვნახოთ, რას მიიღებს მშენებელი კომპანია: ამ დამატებული 20,452 კვ.მ ფართობის საშუალო საბაზრო ღირებულება 40,904,000 $-ია (1 კვ.მ 2000 $ ), რაც 105,941,360 ლარია.
▪️ეს 106 მილიონი ლარი ივანიშვილის ფონდის კომპანიას და რა შერჩება თბილისს და თბილისელებს?!
P.S. თბილისის მერიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ რამდენ ადამიანს გჯერათ, რომ კალაძე დაიცავს თბილისელების ინტერესებს და არ იზრუნებს ამ კომპანიისთვის დამატებით მილიონობით ლარის შემოსავალზე?!- წერს აბესაძე.
