Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რეალობა სრულიად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა”- ნატა ვიბლიანის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

November 10, 2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად

ადვოკატი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ნატა ვიბლიანის ინტერესების დაცვაზე უარს აცხადებს. ადვოკატის თქმით, ის კოლეგებთან, ტარიელ კაკაბაძესა და მარიამ ბარსონიძესთან ერთად, თვეების განმავლობაში უანგაროდ მუშაობდა ვიბლიანის სამართლებრივ დაცვაზე, თუმცა მოგვიანებით, მათ შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ადვოკატი ნატა ვიბლიანს უსაფუძვლო მოთხოვნების წამოყენებასა და მისი კოლეგების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მსურს, საჯაროდ გამოვეხმაურო და მკაფიოდ განვმარტო მიმდინარე მოვლენები.

ამ პერიოდის განმავლობაში, კოლეგა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან და მარიამ ბარსონიძესთან ერთად, სრულიად უანგაროდ ვიცავდით ნატა ვიბლიანის ინტერესებს.

არაერთ მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენი ძალისხმევით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთი საჩივარი შევიდა, რამაც საბოლოო ჯამში, გარდამტეხი როლი ითამაშა მის სამართლებრივ დაცვასა და რეაბილიტაციაში.

ჩვენი უზარმაზარი დაუღალავი შრომის შედეგად, ნატა ვიბლიანი ოფიციალურად იქნა ცნობილი დაზარალებულად სექსუალური ძალადობის საქმეზე. ამ სტატუსის საფუძველზე მან მიიღო საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, ასევე გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ფულადი დახმარება და არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური თუ მატერიალური ბენეფიტი.

სამწუხაროდ, რეალობა სრულიად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა. ყოველგვარი ლოგიკისა და ეთიკის საწინააღმდეგოდ, პიროვნება, რომლის გადასარჩენადაც თვეების განმავლობაში ვიბრძოდით, უკიდურესად აგრესიული გახდა.

მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მცდელობისა, ამეხსნა მისთვის, რომ მისი მტრები არ ვიყავით, ნატა ვიბლიანმა დაიწყო ისეთი აბსოლუტურად საფუძველმოკლებული მოთხოვნების წამოყენება, რომელთა დაკმაყოფილებაც ფიზიკურად და სამართლებრივად შეუძლებელი იყო.

უფრო მეტიც, მან პირადად ტარიელ კაკაბაძეს საჯარო შავი პიარით და ისეთი ბრალდებების გავრცელებით დაემუქრა, რომლებსაც რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს.

იმის ფონზე, რაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში მისთვის გავაკეთეთ, სამწუხაროდ, დაიწყო ტარიელ კაკაბაძისა და მარიამ ბარსონიძის დისკრედიტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უდიდესი პროფესიული სურვილი, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, მსგავსი მტრული დამოკიდებულების ფონზე, იძულებულნი ვართ, აღნიშნულ საქმეს სრულად ჩამოვშორდეთ.
ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ორმხრივ ნდობას, პატივისცემასა და ეთიკურ სტანდარტებს. სადაც ეს პრინციპები ირღვევა, პროფესიული თანამშრომლობა შეუძლებელია. შესაბამისად, დღემდე არსებული მონაცემებით და მოცემულობით, მე, როგორც ადვოკატი, ნატა ვიბლიანის ინტერესებს აღარ ვიცავ!“, – წერს ადვოკატი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რეალობა სრულიად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა”- ნატა ვიბლიანის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • ახალი გადაწყვეტილება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით – დეტალები
  • მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge