Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღი და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დაადგინოს

November 10, 2026
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღი და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დაადგინოს

საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ვადა დაადგინოს და ის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ დადგეს.

ნიკა გვარამიას თქმით, შუამდგომლობის ძირითადი საგანი შედეგის დადგომის დროა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შუამდგომლობა არ ეხება და მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება.

ამასთან, გვარამია აზუსტებს, რომ შუამდგომლობა არც სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინია და არც რაიმე გარემოების აღიარება.

მოპასუხე სასამართლოსგან ორ პირობით კითხვაზე ითხოვს პასუხს: პირველი, თუ სარჩელი მოპასუხის მიერ დაკმაყოფილდება, დაადგენს თუ არა გადაწყვეტილება აკრძალვისა და მისი თანმდევი შედეგის დადგომის განსხვავებულ ვადას და იქნება თუ არა ეს ვადა არა ნაკლებ ერთი თვისა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან.

„მოპასუხე ითხოვს, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სარჩელს მოპასუხის მიმართ დააკმაყოფილებს, გადაწყვეტილებამ თავადვე დაადგინოს აკრძალვისა და მისი ყველა თანამდევი შედეგის, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შედეგების, უპირველესად, მოპასუხის რეგისტრაციის გაუქმების დადგომის გვიანდელი ვადა, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არანაკლებ ერთი თვისა და განსაზღვროს შედეგის დადგომის ერთიანი თარიღი. შედეგის დადგომის ვადა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს შეადგენს. მოპასუხე, ამასთან, ითხოვს, რომ სასამართლომ მხარეთა დასკვნით სიტყვებამდე დაადგინოს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასეთ ვადას დაადგენს. მოპასუხე ითხოვს, რომ შუამდგომლობა ამ ეტაპზე გადაწყდეს და არა საბოლოო გადაწყვეტილებამდე გადაიდოს, რათა მხარეებმა სასამართლოს პასუხი დასკვნით სიტყვებში ასახონ. მოპასუხის პოზიცია საქმის არსებით მხარეზე უცვლელია. სარჩელი მის მიმართ, ფაქტობრივად, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შუამდგომლობა არც სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინია და არც რაიმე გარემოების აღიარება. იგი იმ საკითხს ეხება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი სარჩელის დაკმაყოფილების ყველა შემთხვევაში თავად სასამართლოს უტოვებს, როდის დადგეს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი. აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა და აკრძალვის დაუყოვნებლივ ამოქმედება ორი სხვადასხვა საკითხია და მეორე პირველის აუცილებელი და მყისიერი თანმდევი შედეგი ყოველთვის არ არის. შუამდგომლობის ძირითადი საგანი შედეგის დადგომის დროა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შუამდგომლობა არ ეხება. მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, ანუ როდის გამოაცხადებთ გადაწყვეტილებას, ამაზე ჩვენ, ბუნებრივია, ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, როდესაც არ უნდა გამოცხადდეს ეს გადაწყვეტილება. შუამდგომლობაზე პასუხი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება ან პოზიციის წინასწარ დაფიქსირება არ არის. თუ სასამართლო ვადის დადგენას დაადასტურებს, მაგრამ მის მინიმალურ ხანგრძლივობაზე ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, მოპასუხე ამასაც მიიჩნევს პასუხად და ხანგრძლივობის საკითხს დასკვნით სიტყვაში ხელახლა დააყენებს. ასევე, მოთხოვნის მინიმალური ვადის არა ნაკლებ ერთი თვის ნაწილში ვადის ხანგრძლივობის არ გაზიარება სასამართლოს მიერ, არ უნდა ჩაითვალოს შუამდგომლობის უარყოფის წინაპირობად და სასამართლოს მიერ უნდა განისაზღვროს მისი მიხედულობით სხვა გონივრული ვადა,“- განაცხადა გვარამიამ.

შუამდგომლობის მოტივაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ევა გოცირიძემ და აღნიშნა, რომ მოტივაციაა, რომ: „ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენებას არ დაეკარგოს ეფექტი, რათა მას დროულად შეეძლოს საკონსტიტუციო სასამართლოს უბრძანოს, რომ არ აღასრულოს გადაწყვეტილება.

„როდესაც ნორმასთან დაკავშირებით ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო გადავადებას, ეს ემსახურება იმას, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმამ მაშინვე რომ დაკარგოს ძალა, შეიძლება სამართლებრივი ვაკუუმი წარმოიშვას და გარკვეული ურთიერთობები დარჩეს სრულიად რეგულირების გარეშე. ამიტომ, პარლამენტს ან აქტის გამომცემ ორგანოს, ზოგადად, ეძლევა დრო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოიფიქროს ახალი, ჩამნაცვლებელი რეგულაცია და ეს არის საჯარო ინტერესი იმისა, რომ რაღაც გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობა არ დარჩეს რეგულირების გარეშე. ახლა თქვენ გვთავაზობთ სრულიად განსხვავებულ მოტივაციას, ეს არის მოტივაცია, როგორც მივხვდი, ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენებას, რომ არ დაეკარგოს ეფექტი, რომ მას დროულად შეეძლოს საკონსტიტუციო სასამართლოს უბრძანოს, რომ არ აღასრულოს გადაწყვეტილება. 39-ე მუხლი გულისხმობს ეროვნული ხელისუფლებისთვის ბრძანებას რაღაც გააკეთოს ან რაღაც არ გააკეთოს“.- განაცხადა ევა გოცირიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს მთავრობა და პარლამენტი კოორდინირებულად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის – გიორგი ჩაკვეტაძე
  • ბოჭორიშვილმა მშვიდობის სამიტზე ილაპარაკა, როგორ ართმევს რუსეთი ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლებას
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge