Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქმის ობიექტურად და სამართლიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია მტკიცებულებების გამოკვლევა – მოსარჩელე როცა ითხოვს 5 ევროპული პარტიის გაუქმებას, უნდა ვიცოდეთ, რა მტკიცებულებები აქვთ – ლევან ბეჟაშვილი

November 10, 2026
საქმის ობიექტურად და სამართლიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია მტკიცებულებების გამოკვლევა – მოსარჩელე როცა ითხოვს 5 ევროპული პარტიის გაუქმებას, უნდა ვიცოდეთ, რა მტკიცებულებები აქვთ – ლევან ბეჟაშვილი

საქმის ობიექტურად და სამართლიანად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის მტკიცებულებების გამოკვლევა – მოსარჩელე მხარე როდესაც ითხოვს 5 ევროპული პარტიის გაუქმებას, საზოგადოებამ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რა მტკიცებულებები აქვთ ამისათვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სხდომების დაწყებიდან მე-9 დღესაც კი მხარეებისთვის ბუნდოვანია, კონკრეტულად რომელ პარტიას რა ბრალი ედება და რა მტკიცებულებებით მყარდება სარჩელი.

„საქმის ობიექტურად და სამართლიანად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის მტკიცებულებების გამოკვლევა. მოსარჩელე მხარე როდესაც ითხოვს 5 ევროპული პარტიის გაუქმებას, საზოგადოებამ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რა მტკიცებულებები აქვთ ამისათვის.

ის, რომ საგამოძიებო კომისიაში შეყრილი არის ყველა ჭორ-მართალი, ამაზე არაერთხელ ითქვა და საზოგადოებისთვისაც გაშუქდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სასამართლო რა მტკიცებულებას მიიჩნევს დასაშვებად, რას – დაუშვებლად და რას ამორიცხავს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვდით ამ შუამდგომლობის დაყენებას და ველოდებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მე-9 დღეა სასამართლო სხდომები იმართება პარტიების გაუქმებაზე და მხარეებმა ჯერ თავადაც არ იციან, რომელ პარტიას რა ბრალს უყენებენ და იმავდროულად რა მტკიცებულებებით ამყარებენ, იმიტომ რომ მტკიცებულებებში საერთოდ გარღვევა აქვთ. არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ჩვენებები, არის პირდაპირ ტყუილები, რაზეც საჯაროდაც ვისაუბრეთ და კიდევ მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. ამიტომ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და სასამართლომ ობიექტურად უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნული სააგენტო​ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს ქვეყნის დატოვება
  • ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge