Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ! იმ ბოლო სერიაში, ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს”- დაჯი კოვზირიძე „ქართულ ოცნებას“

November 10, 2026
“უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ! იმ ბოლო სერიაში, ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს”- დაჯი კოვზირიძე „ქართულ ოცნებას“

თქვენი უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ! მალე მოვა დრო, როდესაც მკაცრი პერსონალური პასუხისმგებლობის ჯერი დადგება! – იმ ბოლო სერიაში ბატონი ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს, – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

მისივე თქმით, ძალაუფლება მიტაცებულმა „ოცნებამ“ ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა.

„მოპარული ხმები, გაძვირებული ცხოვრება და ოლიგარქიული სიმდიდრე. დღეს ჩვენ ვდგავართ პოლიტიკური კრიზისის, ქვეყნის ისტორიაში უჩვეულოდ მძიმე ზღვარზე. ძალაუფლება მიტაცებულმა „ოცნებამ“ ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. თქვენ ებრძვით პოლიტიკურ ოპონენტებს და ღიად უცხადებთ ომს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენს მომავალს!

პარტიის გენმდივანი კალაძე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, დასაძინებლები ანუ მოსაკლავები არიან. ამ დროს „ოცნების“ არც ერთი წევრი არ ემიჯნებით მის ამ განცხადებას.

ქვეყანა წალეკა აზარტულმა თამაშებმა, ოჯახები ინგრევა და ღატაკდება და თქვენ, დაჩქარებული წესით, აზარტული თამაშების ფესტივალის კანონს იღებთ. ნარკოტიკებით იღუპება ახალგაზრდობა და ხელისუფლება პრობლემას ვერ ჭრის.

თქვენ ცდილობთ განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ამით, მილიონამდე თავისუფალი მოქალაქის ხმის უფლების წართმევას. თქვენ უკვე 1 მილიონზე მეტ ჩვენს ემიგრანტს წაართვით ხმის უფლება ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას აცოცხლებენ.

სანამ თქვენ პოლიტიკური რეპრესიებით ხართ დაკავებული, მოქალაქეები ყოველდღიურად ღარიბდებიან. პენსია 45 ლარით მოუმატეთ, ხელფასები 10%-ით გაზარდეთ. კეთილშობილების ნიღაბს ამოფარებულებმა, თითქოს ხელი გაუწოდეთ ხალხს, მაგრამ იანვრიდან გაზისა და წყლის ტარიფები ძვირდება! ერთი ხელით მოცემული 45 ლარი, პარალელურად, მეორე ხელით ჯიბიდან ამოუღეთ. ეს არის მოქალაქეების ძარცვა!

საწვავზე, მედიკამენტებზე, პროდუქტებზე ფასები ყოველდღე იზრდება. ადამიანები ზამთარში გამათბობლებს ვერ რთავენ. ხალხი შიმშილის ზღვარზეა მიყვანილი და ყოველთვიურად ცდილობს როგორმე გაიტანოს თვე. იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, რომელთაც თქვენ ვერ ხედავთ. ისინი თქვენს მდიდრულ სასახლეებთან არ ცხოვრობენ!

მინდა მივმართო მოქალაქეებს! ამ ყველაფრის ფონზე! იცით ვინ ზის ამ დროს პარლამენტის დარბაზში?! „ქართული ოცნების“ ბენეფიციარები,მსხვილი ბიზნესმენები, 40-ზე მეტი მილიონერი დეპუტატი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის გაძარცვითა და ხალხის გაღატაკებით მილიონები იშოვეს. მათ არ აინტერესებთ, რით გაათბობთ სახლს იანვარში, ან როგორ იყიდით პურს, ამათთვის მთავარია საკუთარი ბიზნესების დაცვა და ძალაუფლების შენარჩუნება. მათ არ უნდათ ისმოდეს ხალხის ხმა ამ დარბაზში, ამიტომ უნდათ აკრძალონ ჩვენი პარტია და გააქრონ პარლამენტში განსხვავებული აზრი. ესენი ძარცვავენ და აღატაკებენ საქართველოს! ყოველი გაძვირებული კუბურ მეტრი გაზი, ყოველი ლიტრი წყალი და ყოველი მოპარული ხმა, ეს მათი პოლიტიკური პრემიებია, თქვენი, ხალხის გაღატაკების ხარჯზე.

საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვკითხო, ამ კორუფციაში ჩამხრჩვალი ადამიანების იმედი გაქვთ, რომელთაც საკუთარი თანაგუნდელები ერთ დღეს ცაში აჰყავთ და მეორე დღეს ლანძღავენ, ასმენენ, იჭერენ, აგენტებს ეძახიან და მეგობრობას უარყოფენ?!

მაგრამ მინდა, ყველამ კარგად მოისმინოს აქ თეთრ სავარძლებში თვითკმაყოფილებმა: ისტორიის არმცოდნეებმა ნუ გგონიათ, რომ ეს დაუსჯელი დარჩება! თქვენი უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ. მალე მოვა დრო, როდესაც თითოეული უკანონობისთვის, თითოეული მოპარული ხმისთვის, თითოეული გაღატაკებული ოჯახისთვის, მშიერი ბავშვისთვის, მშიერი პენსიონერისთვის მკაცრი პერსონალური პასუხისმგებლობის ჯერი დადგება! და როცა დადგება თქვენი პასუხისმგებლობის დრო, იქ იმ ბოლო სერიაში ბატონი ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს,“ – განაცხადა კოვზირიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსამართლე ნადარაია მაია კოპალეიშვილს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა – ხმაური საკონსტიტუციოში
  • “საქართველოს ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას მოუწოდებენ – მზად ხართ, რომ თითოეული დილა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით”- ლევან მახაშვილი ოპოზიციას
  • ევროკავშირი საქართველოს ბრალს დებს, რომ ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება, რაც არის სრული აბსურდი – ეკა სეფაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge