Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს! – საზოგადოებამ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი, დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ოპოზიციის გაქრობაა – გიორგი სიორიძე

November 10, 2026
ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს! – საზოგადოებამ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი, დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ოპოზიციის გაქრობაა – გიორგი სიორიძე

ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს! – საზოგადოებამ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ოპოზიციის გაქრობაა, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ გააკეთა.

სიორიძის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი არანაირ სამართლებრივ არგუმენტებს არ იძლევა. სიორიძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი ძირითადად თეა წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა, რაც მტკიცებულების სტანდარტთან შესაბამისობაში არ არის და “არის მონაჭორი, ტენდენციური პოლიტიკური დოკუმენტი“.

„ვისაც მცირედი იურიდიული განათლება აქვს და ჩახედულია საქმეში, მცირედი ეჭვიც კი არ გაუჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესში რაიმე სამართლებრივი შეიძლება იყო. საზოგადოებამ თავადაც დაინახა, სად არის სიმართლე და არგუმენტები. ბოლო პროცესების განმავლობაში ფარდა აეხადა და გასაგები გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ სარჩელში ფაქტები მოყვანილი არა აქვს და არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც პარტიების აკრძალვას გაამართლებდა. პროცესი თავიდან ბოლომდე ხელოვნურია – არ არსებობს პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი! საზოგადოებამ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში ოპოზიციის გაქრობაა.

მსოფლიოში არ ყოფილა პრეცედენტი იმისა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთი ხელის მოსმით გაეუქმებინათ. საქართველოში კონსტიტუციური გადატრიალების დასკვნითი ფაზაა, სადაც დიქტატურა უნდა გაფორმდეს.

მოქალაქე კი აღმოჩნდება მდგომარეობაში, რომ არჩევნები მხოლოდ ფორმალურობა იქნება და როცა არჩევნებზე მივა, „მხოლოდ ქართული ოცნება“ და მისი რამდენიმე სატელიტი პარტია დახვდება“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიალოგის საწყისი პირობა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა – ირაკლი კირცხალია
  • “როგორ შეიძლება ადამიანმა ამტკიცო, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს “ლელოსთან”, აი ასეთი ტყუილებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ” – არჩილ გორდულაძე
  • “საქართველოში ასე არის მიჩნეული, რომ თუ მიწაზე საკუთრების უფლება გაქვს, შეუზღუდავად შეგიძლია მშენებლობის განხორციელება” – რას ამბობს კობა ყალიჩავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge