Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა – ნიკოლოზ მეტრეველი

November 9, 2026
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა – ნიკოლოზ მეტრეველი

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მეტრეველი აღნიშნავს, რომ როდესაც ბრიუსელიდან საქართველოს შესახებ გაკეთებულ თითოეულ განცხადებას ოპოზიციური მედია ფართოდ განიხილავს, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის მიმართ იგივე ინტერესი არ გამოუჩენიათ.

ანალიტიკოსის თქმით, ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას იძლეოდა, მათ შორის, ჩინეთის ინტერესებზე საქართველოს მიმართ, ქართული ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე.

მისივე შეფასებით, ხელისუფლების კრიტიკა ოპოზიციის უფლებაა, თუმცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების განზრახ იგნორირება უკვე საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა.

როდესაც ბრიუსელში საქართველოზე ნახევარ წინადადებას იტყვიან, საღამოსთვის უკვე სამი პანელი აქვთ გამზადებული, რომ გაარკვიონ, რას ნიშნავდა მძიმე წინადადების შუაში. პეკინიდან ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ხვდება და იმავე სტუდიებში უცებ სათქმელი ელევათ. ეტყობა, ზოგიერთის საფიცარი მზე მხოლოდ დასავლეთში ამოდის, ახალი ამბების რედაქციაც კი იმავე მზის საათით მუშაობს.
გავიმეორებ, საქართველოს ჩინეთიდან ამ რანგის თანამდებობის პირი აქამდე არ სწვევია. ამ ვიზიტის გარშემო არაერთი შინაარსიანი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო. რას ხედავს პეკინი საქართველოში? რა შესაძლებლობები უჩნდება ქართულ ბიზნესს? რა პირობებით შემოვა ინვესტიცია და რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა?

ხელისუფლებას რამდენიც გინდათ, იმდენი ედავეთ. მაგრამ როცა საქართველოსთვის ამ მასშტაბის მოვლენას მხოლოდ იმიტომ ჩქმალავთ, რომ ხელისუფლებას შეიძლება წარმატებად ჩაეთვალოს, ამით ქვეყანას აზარალებთ. თქვენს პრიორიტეტებზე თქვენივე დუმილი ნებისმიერ ჩემს შეფასებაზე მეტს ამბობს.

ერთი კითხვა კი მაინც დამრჩა. ხან ჭენგი თბილისში რომ ბრიუსელიდან ჩამოფრენილიყო, მაშინ მაინც გახსნიდით საინფორმაციო გამოშვებას ამ ამბით?”, – წერს მეტრეველი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გარკვეული პაუზის შემდეგ მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე გაიმართოს”- ზვიად შალამბერიძე
  • ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდება
  • ქობულეთის შემოვლითი გზა დაზიანდა – „მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge