Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ორგანოებით შესაძლო უკანონო ვაჭრობის სქემა საქართველოში – რას ამბობენ კლინიკა “ჯერარსიში”

November 9, 2026
ორგანოებით შესაძლო უკანონო ვაჭრობის სქემა საქართველოში – რას ამბობენ კლინიკა “ჯერარსიში”

კლინიკა “ჯერარსიში” “ტვ პირველებს” უდასტურებენ, რომ კლინიკაში ორგანოების ტრანსპლანტაციის ოპერაციები ტარდება, თუმცა დონორთა შერჩევის პროცესზე პასუხისმგებლობას იხსნიან. ქირურგ სანდრო კილაძის განცხადებით, ოპერაციები შესაბამისი პროცედურებისა და ნებართვების საფუძველზე ხორციელდება, თავად კი არ ფლობს ინფორმაციას, იღებენ თუ არა პროცესში მონაწილე პირები რაიმე ფინანსურ სარგებელს.

ამასთან, მედიკოსი ოპერაციის შემდეგ შესაძლო გართულების რისკებზეც საუბრობს.

შეიძლება, გართულება მოყვეს, ეგ ბუნებრივია, მაგაში არც არაფერია დასამალი და არანაირი… შეგიძლიათ დოკუმენტებიც ამოიღოთ, ისტორიაც ამოიღოთ და ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა. არის რიგი პაციენტები, რომლებიც შეიძლება გართულდნენ, არის, შეიძლება არ გართულდნენ.

მე ვარ ექიმი-ქირურგი, რომელთანაც მოდის პაციენტი, მე ვიკვლევ ამ პაციენტებს, მოკვლევის შემდეგ ყველაფერი მიდის ეთიკურ კომისიაზე, მერე მიდის სასამართლოში ან საბჭოზე და დასკვნის შემდეგ კეთდება ოპერაცია. სანამ ეს არ მოხდება, ზედმეტია ლაპარაკი დონაციაზე.

მე საიდან უნდა ვიცოდე, ვის რა სარგებელი ჰქონდა? ჩვენთან სახელმწიფო აფინანსებს დონაციას თვითონ და ამის იქით ვის რა ფინანსური სარგებელი აქვს, ეგ მე არ მეხება. ჩემი შეხება არის ამ ყველაფერთან, ჩავატაროთ წესიერად ოპერაცია, მინიმალური გართულებებით და ადამიანი გავწეროთ სახლში, – ამბობს ქირურგი სანდრო კილაძე.

„ჯერარსის“ დირექტორი კი აცხადებს, რომ კლინიკა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელია და შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში ოპერაციის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველი არ აქვს. ირმა მჟავანაძის თქმით, კლინიკის კომპეტენციაში არ შედის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძვლიანობის გადამოწმება, ხოლო შესაძლო დარღვევების შესწავლა შესაბამისი საგამოძიებო უწყებების პასუხისმგებლობაა.

კლინიკა, ამ შემთხვევაში, არის სერვისის მიმწოდებელი, მას აქვს აღებული სანებართო უფლება და არ აქვს უფლება იმის, რომ თუკი პაციენტები მომმართავენ და დასკვნა ექნება, რომ ოპერაცია არ ჩაატარონ. თუ არსებობს რაიმე ეჭვი, ამისთვის არსებობენ შესაბამისი ორგანოები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ სიღრმისეულად უნდა ჩავწვდეთ, ჩვენ უნდა დავიწყოთ, კლინიკამ, მოძება და ექიმმა, ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის საფუძვლიანი თუ არა, – ამბობს კლინიკა “ჯერარსის” დირექტორი ირმა მჟავანაძე.

ორგანოებით შესაძლო უკანონო ვაჭრობაზე საუბრობს „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია. მისი განცხადებით, სავარაუდო სქემაში შესაძლოა ჩართული იყვნენ სამედიცინო დაწესებულებები, სასამართლო, იურისტები და შუამავლები. პატარაია ამტკიცებს, რომ ორგანოებით ვაჭრობა სოციალურ ქსელებშიც ღიად მიმდინარეობს, თუმცა, მისი შეფასებით, სამართალდამცავი უწყებები შესაძლო დანაშაულებზე სათანადოდ არ რეაგირებენ.

სასამართლოც ქცეულია ნოტარიუად, სადაც მიდიან ორი უცნობი ადამიანი, ეუბნებიან, რომ ერთმანეთის ისეთი განუყრელი მეგობრები არიან, რომ ერთი მეორეს თირკმელს ჩუქნის და სასამართლოც ასე უბრალოდ “ფეჩათს” არტყამს და არაფერს ამოწმებს. ეს არის უდიდესი კრიმინალური ქსელი, სადაც ჩართულია საავადმყოფო, ნოტარიუსი, სასამართლო, იურიტები, ე.წ. აგენტები და პირდაპირ უკვე ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფებით, სადაც ღიად მიდის აღებ-მიცემობა ორგანოებით ვაჭრობის და ვერაფერ ამას ვერ ხედავს პროკურატურა, ვერ ხედავს პოლიცია და არავინ ამას არ იძიებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის “დაკრიშული”, ძალიან მძლავრი ბიზნესი, – ამბოლბს ბაია პატარაია.

უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს, რაზეც პროკურატურასა და პოლიციას რეაგირება არ აქვთ. “საფარის” ხელმძღვანელი აღნიშნული კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს.

პატარაიას ცნობით, უკანონო გარიგებებში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მოქალაქეები არიან ჩართულნი, რომლებიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ თირკმლისა და ღვიძლის გასხვისებას თანხმდებიან.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “ტვ პირველები” კავშირზე იმ ადამიანთან გავიდა, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული. ქალი, რომელმაც ანონიმად დარჩენა არჩია, ადასტურებს, რომ საქართველოში ორგანოებით ვაჭრობა ნამდვილად ხდება, თუმცა ეს, მისი მტკიცებით, ოფიციალურად ხორციელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 6 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც პირადი ცხოვრების საიდუმლო მოიპოვა და ბიზნეს პარტნიორს მისი გამოქვეყნებით ემუქრებოდა
  • “ბიძინა, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? “… რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge