Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“14 წელია გვესმის „დიქტატურა“, „რუსეთი“, მსგავსი აბსურდი და ბოდვა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა – პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან უნდა გაჯანსაღდეს”- ლევან მაჭავარიანი

November 9, 2026
“მდინარაძემ დაისვენა” – ლევან მაჭავარიანი

14 წელია გვესმის ერთი და იგივე: „დიქტატურა“, „რუსეთი“, მსგავსი აბსურდი და ბოდვები – უკვე მართლა მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა პოლიტიკაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დროა, პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან გაჯანსაღდეს, ამიტომ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი შეიტანა.

“რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ისინი უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს ეწევიან. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ისინი შეფასებული არიან, ქართველმა ხალხმა ისინი შეაფასა – 10 არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს. სწორედ ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ეს არის ჩვენი სურვილი, თუმცა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სარჩელი საკმარისად არის გამყარებული ფაქტებით, მტკიცებულებებით. მიმდინარე კვირას ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოისმინოს, თუ რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია აგენტურულ ოპოზიციას. მე ვფიქრობ, რომ მათ ფიზიკურად არ აქვთ არგუმენტები, რაც შეუძლიათ ჩვენს სარჩელს დაუპირისპირონ.

კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია. 14 წელია გვესმის ერთი და იგივე – “დიქტატურა”, “რუსეთი”, მსგავსი აბსურდი და ბოდვები. უკვე მართლა მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა პოლიტიკაში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელი შევიტანეთ, არის ის, რომ დროა, პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან გაჯანსაღდეს და ამის შემდეგ, უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, რომ პოლიტიკაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები შემოვიდნენ,” – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამაზ სვანაძე – ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო
  • სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან კი მისი შეძენა მხოლოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი
  • ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ – გიორგი სიორიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge