Friday, November 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასახლის ღობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს – TI

November 6, 2026
24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია – TI

სასახლის ღობის საქმე – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 7 მაისის განაჩენი შეისწავლა.

ორგანიზაციის შეფასებით, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაზის და პაატა მაჯგალაძის განაჩენი ვერ ასაბუთებს, კონკრეტულად რა ქმედებით ჩაიდინა თითოეულმა მისთვის შერაცხული დანაშაული.

როგორც TI წერს, პაატა მანჯგალაძეს ძალადობის ორგანიზება მიაწერეს, თუმცა ანალიზის მიხედვით, საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. არც პრეზიდენტის სასახლესთან მისი ყოფნის მტკიცებულება არსებობს. ადგილზე არყოფნა თავისთავად არ გამორიცხავს ორგანიზატორობას, მაგრამ ძალადობის ორგანიზებაში მისი მონაწილეობა სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, რომლებიც ამ შემთხვევაში არ არსებობს.

ორგანიზაციისთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვაც, იყო თუ არა სასახლის ღობე წინასწარ გადაჭრილი. გამოძიებამ დაზიანებული სექციები არ დალუქა, განმეორებითი ექსპერტიზისას კი ექსპერტებმა მხოლოდ ფოტოსურათები შეისწავლეს.

ძირითადი მიგნებები

2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დასაბუთებული გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს: მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს მსჯავრდებულთა მიერ რომელიმე შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლომ მშვიდობიანი პოლიტიკური პროტესტი ძალადობრივი დანაშაულის ორგანიზებასთან გააიგივა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური და კონვენციური გარანტიები უგულებელჰყო.
ბრალდების კვალიფიკაცია დაუსაბუთებელია:
317-ე მუხლი: არ დადგენილა ძალადობისკენ მოწოდება, რომელიც აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნიდა;
225-ე მუხლი: არ დასტურდება წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებული ჯგუფის არსებობა;
222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პრეზიდენტის სასახლის ბლოკირების ან ხელში ჩაგდების მიზნით ჯგუფური, საერთო განზრახვით მოქმედებას.
დანაშაულის შესაძლო პროვოკაცია – ღობის წინასწარი დაზიანება – ეფექტიანად არ გამოძიებულა: ნივთიერი მტკიცებულება საპროცესო წესით არ ამოღებულა და არ შენახულა, განმეორებითი ექსპერტიზა კი ფოტოსურათებით ჩატარდა.
ინდივიდუალური პასუხისმგებლობა – განსაკუთრებით პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ დადგენილი არ არის; ხოლო, სხვა ბრალდებულთა აღიარება და საპროცესო შეთანხმებები მათი ბრალეულობის მტკიცებულებად არ გამოდგება.
ეს ხარვეზები სერიოზულ კითხვებს აჩენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და კანონიერების პრინციპის დარღვევის კუთხით. ხოლო, დაუსაბუთებელი ბრალის ფონზე შეფარდებული ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთა ასევე არღვევს კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 მუხლებით (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) განმტკიცებულ პროპორციულობის პრინციპს, – წერს ორგანიზაცია. იხილეთ ვრცლად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ორშაბათის შემდეგ ევროპის მასშტაბით ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება 35-ზე მეტმა თვითმფრინავმა მიიღო
  • მომავალ წელს საჯარო სკოლებში დამრიგებლებისთვის განსაზღვრული დანამატი გაორმაგდება – კიდევ ვის გაეზრდება ხელფასი?
  • დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი – სააგენტოს გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge