Friday, November 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩვენ კარგად ვიცით „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია, ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრობიუროკრატი როგორ მოუწოდებდა პირდაპირ დემონსტრანტებს, გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე და შემართება – გიორგი გაბუნია

November 6, 2026
ჩვენ კარგად ვიცით „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია, ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრობიუროკრატი როგორ მოუწოდებდა პირდაპირ დემონსტრანტებს, გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე და შემართება – გიორგი გაბუნია

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვის და ევროპის ქალაქებში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ფონზე, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. გარდა ამისა, მმართველ გუნდში აინტერესებთ, ვის გათავისუფლებას ითხოვს ევროკომისია საკუთარ ანგარიშში, სადაც საქართველოს მიმართ რამდენიმე მოთხოვნა დააფიქსირა.

ევროკავშირის ელჩმა მედიის კითხვების მიუხედავად, არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ბრიუსელი “თვითნებურად დაკავებულებში”, რომელთა გათავისუფლებასაც ევროკომისიის ახალი ანგარიშით ითხოვენ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ “მოლოტოვის კოქტეილის” კამპანიის ფარგლებში, ზოგიერთი ევრობიუროკრატი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოში დემონსტრანტებს, „გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე, გამოეჩინათ შემართება.”

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისაც გულისხმობენ და რამდენი ხანი ითხოვდნენ სააკაშვილის გამოშვებას. ახალაია უკანონო პატიმარია, 4 ოქტომბრის გადატრიალების საქმეზე მსჯავრდებულები უკანონო პატიმრები არიან, მათ შორის ის მსჯავრდებულები, რომლებმაც აღიარეს, მოინანიეს დანაშაული. თურმე პოლიციაზე თავდამსხმელი ქალბატონი არის გმირი და თურმე ის არის თავისუფლების სიმბოლო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით “მოლოტოვის კოქტეილის” კამპანია, ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრობიუროკრატი როგორ მოუწოდებდა პირდაპირ დემონსტრანტებს, რომ გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე, გამოეჩინათ შემართება. კანონები, რომელსაც ახლა იღებენ ევროკავშირში, რომელიც შეიძლება გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე გამჭვირვალობის ქართული კანონი, ამასთან დაკავშირებით ისინი თვლიან, რომ იგივე საფრანგეთის მაგალითზე და სხვა ქვეყნების მაგალითზე ემსახურება ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ეს არის აბსოლუტურად ცხადი მაგალითი ორმაგი სტანდარტისა და ჩვენ ზუსტად ამ კანონების დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა”, – აცხადებს გიორგი გაბუნია.

ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. სხვადასხვა მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტში მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პარიზში, ლიონში, რენში, სტრასბურგსა და ტულუზაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი, და სპეციალური საშუალებები გამოიყენა. დაკავებულია ასობით პირი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული უფასო უმაღლესი სწავლების მიმართულებით. ეს ასახულია ბიუჯეტში – მარიამ ლაშხი
  • უცხოელი პარტნიორების დამსახურებაა, რომ ციხეში მოხვდნენ და საქართველოს სახელმწიფოს დამსახურებაა, რომ დღეს თავისუფლებაზე არიან – ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულებზე
  • ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს უმაღლესს დონეზე განვიხილოთ საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა – მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge