“ტვ პირველმა” კახეთში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – როგორც სოფელ ლამბალოში “ტვ პირელს” უყვებიან გუშინ სამი ძმა მეზობელთან ერთად ქორწილში მიდიოდა, რა დროსაც მათ წინ მანქანა გაჩერდა და შიგნით მჯდომმა პირმა ცეცხლი გაუხსნათ.
შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ძმა – 65 და 67 წლის კაცები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მესამე ძმამ – ელმან უსუფოვმა და მეზობელმა გაქცევა მოახერხეს.
როგორც უსუფოვი, რომელსაც ძმები თვალწინ მოუკლეს, “ტვ პირველს” უყვება, რომ თავდამსხმელი სანადირო თოფით უმისამართოდ ისროდა, შემდეგ კი მიმალვა სცადა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავა.
“ტვ პირველის” ინფრომაციით, დაკავებული 54 წლის ბალშინ კაიბოვია -როგორც ცნობილი ხდება მან სრულად ითანამშრომლა პოლიციასთან და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
რაც შეეხება სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივს- ერთი-ერთი ვერსიით, ის წარსულში მომხდარ ამბავს უკავშრდება., რომლის თანახმადაც დაკავებულის ძმამ უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, მათ კი გოგო უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა.
სოფელში ამის შესახებ კამერების წინ არ საუბრობენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბალშინ კაიბოვს მესამე ძმის მოკვლაც სურდა.
“ჩემი მამიდაშვილის ბიჭია, არ ვიცი რატომ მოკლა, მტრები არ იყვნენ, არ ვიცი რა მოდა. სროლა რომ დაიწყო ერთი ძმა გაიქცა, თორემ ამ ძმის მოკვლაც უნდოდა, ქორწილი იყო ზევით და იქ მიდიოდნენ”.
ლამბალოში გვიან ღამით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა – პოლიციამ გამოკითხა მეზობლები და მოკლული ძმების ნათესავებიც.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გუშინ, 5 ნოემბერს მოხდა. შსს-მ ერთი პირს ხელბორკილები მალევე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობისთვის დაადო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
