ვწუხვარ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო, – წერს თბილისის მერი სოციალურ ქსელში.
კახა კალაძე უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ ქართულ საზოგადოებას.
„მან თავისი შემოქმედებით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში. ნუნუ დუღაშვილის სიმღერები სამუდამოდ დარჩება ქართველი მსმენელის გულში და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას“, – წერს კალაძე.
