“ფორმულამ” ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ” – ამის შესახებ “ვივამედის” გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
მოგვიანებით ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში მეორე სტატუსიც გამოაქვეყნა.
“ჩემს კეთილშობილებაზე ნუ დარდობთ იდარდეთ იმაზე, რომ გქონდეთ გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ევაკუაციის გეგმა, ასევე გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახური. ესაა ევროპა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას და ჯანმრთელობას”. – წერს ნადირაძე.
ბიზნესცენტრ “დელისის” შენობაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება შენობის მე-5 სართულზე გაჩნდა. როგორც “ფორმულას” თანამშრომლები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, კიბის გამოყენებით დაატოვებინეს.
