2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება, რომელიც განსახილველად მომავალ კვირას იქნება წარდგენილი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი იზრდება. როგორც კაკაურიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი დაახლოებით 800 მილიონი ლარით არის გადაჭარბებული, რაც ცვლილებების დროს კიდევ გაიზრდება.
მისივე განმარტებით, რიგი პროგრამების მიმართულებით საჭირო იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა, თუმცა რიგ პროექტებში არის ეკონომია, ზოგ შემთხვევაში – აუთვისებლობა და თანხები იმ პროექტებზე გადანაწილდება, სადაც უფრო მაღალია ათვისება.
რა ცვლილებები იგეგმება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშირა ცვლილებები იგეგმება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში