Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორია ნოემბრის ამინდის პროგნოზი და როგორი ზამთარი იქნება საქართველოში

November 4, 2026
„ძლიერი ქარი და შტორმი“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

მარ­თა­ლია, ნო­ემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი ამინ­დე­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამინ­დის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში კი თოვ­ლი. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი კვი­რის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, შემ­დეგ კი შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს.

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, რო­დის უნდა ვე­ლო­დოთ პირ­ველ ყინ­ვებს და რო­გო­რი ზამ­თრის­თვის უნდა მო­ვემ­ზა­დოთ – ამ სა­კი­თხებ­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

– ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, ნო­ემ­ბე­რი უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლია თუ უბ­რა­ლოდ ასე გვეჩ­ვე­ნე­ბა?

– ნო­ემ­ბე­რი ჯერ ახლა და­ი­წყო, თუმ­ცა დღეს უკვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წვიმს. სა­ღა­მოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ზო­გან – ძლი­ე­რიც. არამ­დგრა­დი, წვი­მი­ა­ნი ამინ­დი კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ტემ­პე­რა­ტუ­რაც მკვეთ­რად და­იკ­ლებს – და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 14-15 გრა­დუ­სამ­დე, ხოლო მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში თოვ­ლი იქ­ნე­ბა.

– აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის გა­უ­ა­რეს­დე­ბა ამინ­დი?

– ხვა­ლი­დან ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გად­მო­ი­ნაც­ვლებს. აქაც დაბ­ლობ­ში წვი­მა იქ­ნე­ბა, მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში კი თოვ­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რა აქაც მკვეთ­რად და­იკ­ლებს, და­ახ­ლო­ე­ბით 14-15 გრა­დუ­სამ­დე იქ­ნე­ბა.

– რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, რო­დის იგ­რძნობს დე­და­ქა­ლა­ქი ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბას?

– დე­და­ქა­ლაქ­შიც ხვა­ლი­დან ამინ­დი გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ქა­რიც იქ­ნე­ბა, შემ­დეგ ნა­ლე­ქის ინ­ტენ­სი­ვო­ბა შე­და­რე­ბით შე­სუს­ტდე­ბა, ზო­გან გა­მო­ი­და­რებს, თუმ­ცა კვი­რის ბო­ლომ­დე აქაც ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 14-15 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს.

– დღეს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თბი­ლი ამინ­დე­ბის ბოლო დღეა?

– დღის ბო­ლოს ტემ­პე­რა­ტუ­რა დე­და­ქა­ლაქ­შიც და­იკ­ლებს.

– რო­დის უნდა ვე­ლო­დოთ ნო­ემ­ბრის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სუსხს? თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ყინ­ვე­ბი თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში?

– ნო­ემ­ბრის თვე­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­რის­თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 8 გრა­დუ­სია, თუმ­ცა ცალ­კე­ულ პე­რი­ო­დებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 18-19 გრა­დუ­სამ­დე. ასე­თი ძა­ლი­ან თბი­ლი პე­რი­ო­დე­ბი და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სის­თვი­საც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შიც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თუმ­ცა ხვა­ლი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს. ყინ­ვა, რა თქმა უნდა, ამ ეტაპ­ზე არ ჩანს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ გრი­ლი ამინ­დე­ბი იწყე­ბა და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

– ნო­ემ­ბრის სა­ერ­თო პროგ­ნო­ზი რო­გო­რია – ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი გვექ­ნე­ბა, თუმ­ცა ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი?

– დიახ, ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა, ნა­ლე­ქე­ბი კი ნორ­მა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბით არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

– ეს ნიშ­ნავს, რომ წელს თოვ­ლი­ა­ნი ზამ­თა­რი გვექ­ნე­ბა?

– დიახ, თოვ­ლი­ა­ნი ზამ­თა­რი იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მთი­ან და მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში.

– თბი­ლის­შიც უნდა ვე­ლო­დოთ თოვლს? გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებთ ახა­ლი წლის დღე­ე­ბი, იქ­ნე­ბა თუ არა თოვ­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში?

– დიახ, თუმ­ცა ახა­ლი წლის დღე­ე­ბის­თვის პროგ­ნოზ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა. ახლა ამ სე­ზო­ნის პროგ­ნოზ­ზე მუ­შა­ო­ბას ვი­წყებთ და ამ ეტაპ­ზე ჯერ სა­ბო­ლოო სუ­რა­თი არ გვაქვს.

– ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­შირ­და სა­უ­ბა­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ექ­სტრე­მა­ლურ ამინ­დებ­ზე. რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა?

– კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ზე საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ზე. ჩვენ თუ წლე­ვან­დელ ზა­ფხულს გა­ვიხ­სე­ნებთ, გარ­კვე­ულ­წი­ლად ესეც შე­იძ­ლე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას და­ვუ­კავ­ში­როთ.

მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყო, ხან­გრძლი­ვი სი­ცხის ტალ­ღე­ბიც და­ფიქ­სირ­და. ჩვენ­თან კი, პი­რი­ქით, საკ­მა­ოდ ხში­რად იყო ჩრდი­ლო­ე­თი­დან წა­მო­სუ­ლი შე­და­რე­ბით გრი­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი.

მა­შინ, როცა ვფიქ­რობ­დით, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­და, ჩრდი­ლო­ე­თით, კავ­კა­სი­ო­ნის ჩრდი­ლო­ე­თით და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მა­ღა­ლი წნე­ვის არე­ა­ლი და გრი­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი.

ეს არ აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას ცხე­ლი ჰა­ე­რის მა­სებს, უფრო აღ­მო­სავ­ლე­თით, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის­კენ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. სწო­რედ ამი­ტომ გვქონ­და ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­და­რე­ბით გრი­ლი ამინ­დი და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე ვერ ვრცელ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში.

– და­სას­რულს, ხვა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში აცი­ვე­ბას ვე­ლო­დე­ბით?

– დიახ, ხვა­ლი­დან, სა­ღა­მო­დან უკვე ტემ­პე­რა­ტუ­რის საკ­მა­ოდ მკვეთრ კლე­ბას ვე­ლო­დე­ბით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკუთარი თავის გარდა არავის უსმენდა – პაპუაშვილი Euronews-ს წამყვას არიტიკებს
  • “კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში, უნდათ, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა, რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • როგორია ნოემბრის ამინდის პროგნოზი და როგორი ზამთარი იქნება საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge