მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა 3 თვით იზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და წერს, რომ კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება:
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“
