Tuesday, November 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა ” ქართულ ოცნებას” სტრასბურგში უჩივლოს

November 3, 2026
ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა ” ქართულ ოცნებას” სტრასბურგში უჩივლოს

ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნებას” შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს – მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ექს-პრემიერ გამოძიების დაწყებაზე უარი უთხრა, ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმ მტკიცებულელების ჩატანას აანონსებენ, რომელიც მათი თქმით, დააადასტურებს, როგორ აიძულებდნენ ღარიბაშვილს ციხეში არარსებული ბრალის აღიარებას.

“ირაკლი ღარიბაშვილთან აუცილებლად უნდა გავიაროთ კონსულტაცია, უნდა ჩამოვყალიბდეთ ყველა დეტალზე” – ეუბნება ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ” ტვ პირველს”.

“მიმაჩნია, რომ ეს არის ძალზედ მძიმე დარღვევა, კიდევ ერთხელ ააშკარავებს პროკურატურის პოზიციის უსაფუძვლობას და იმას, რომ პროკურატურა არ ცდილობს ამ შემთხვევაში, სიმართლის დადგენას.

რასაკვირველია, შეგვიძლია სასამართლოში საჩივრის შეტანა. აქ უკვე ერთის კი არა რამდენიმე მუხლის დარღვევა იკვეთება.

არსებობს ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რაც გულისხმობს წამებას პროცედურული თვალსაზრისით. თუ არ გამოიძიებს სახელმწიფო ამ ყველაფერს, არსებობს მე-18 მუხლი მეექვსესთან მიმართებით. ეს გახლავთ ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოყენება სახელმწიფოს ამ შემთხვევაში უნდა იმ მიზნით, რომ მას ეღიარებია დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. ეს პირდაპირ უკავშირდება ასევე ამ საქმეს, რომელიც მიმიდნარეობს. სახელმწიფო აღმოჩნდება უმძიმეს ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პირდაპირ, წინასწარ მინდა ამის თქმა დადასტურებულად.

ირაკლი ღარიბაშვილთან აუცილებლად უნდა გავიაროთ კონსულტაცია, უნდა ჩამოვყალიბდეთ ყველა დეტალზე. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აქ ორი საქმე ფსიქიკური წამებისა და ე.წ. ქრთამის აღების ურთიერთკავშირშია და აქ ჩამოყალიბებაა საჭირო.

სხვათაშორის სტრასბურგის გადაწყვეტილებებიც არის ასეთ საქმეებზე – ერთ-ერთი ასეთი საქმე მახსენდება მერაბიშვილი-საქართველოს წინააღმდეგ, ასევე დანელია-საქართველოს წინააღმდეგ. დარღვევები დაადგინა ევროპულმა სასამართლომ. მე ვფიქრობ რომ იქ იუსტიციის სამინისტროში და პროკურატურაში კვალიფიციური იურისტები არიან და ამაზე წინასწარ რატომ არ ფიქრობენ, ძალიან მაინტერესებს?” – აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა გუშინ, 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურა გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში “ტვ პირველს” უთხრეს, რომ ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.

2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ყოფილმა პრემიერმა განაცხადა:

„მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილიწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიიდ მნიშვნელობა აქვს, პროცესსი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთია”- ირაკლი ქადაგიშვილი
  • “ქართულ ოცნებაში” ღარიბაშვილის განცხადებებს “კომედიური ჟანრის წერილები” უწოდეს
  • ირაკლი, მორჩი ორ სკამზე ჯდომას და ბოლომდე ილაპარაკე! – კუკავა ღარიბაშვილს მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge