4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ – ორივე ბრალდებულს ერთნაირი პირობით: 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა საპატიმროში და 2 წელი პირობითი მსჯავრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მათგანი ციხიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოვა.
მსჯავრდებულებმა წარდგენილი ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას თავად მიმართეს.
ცნობისთვის, ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
