Tuesday, November 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ხელისუფლება ფასების ზრდის შესაჩერებლად არსებულ ბერკეტებს არ იყენებს” – რას ამბობენ ექსპერტები

November 3, 2026
რომელ პროდუქტებზე გაიზარდა ფასები 2024 წელს – საქსტატის მონაცემები

ხელისუფლება ფასების ზრდის შესაჩერებლად არსებულ ბერკეტებს არ იყენებს, ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე პასუხისმგებლობა კი ეროვნულ ბანკსაც ეკისრება – ასეთია ეკონომისტების შეფასება. მათი განცხადებით, საწვავის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების გაძვირების ფონზე მოსახლეობას ფინანსური ტვირთი სულ უფრო უმძიმდება. ექსპერტების ნაწილი გამოსავლად საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირებას ასახელებს, ნაწილი კი ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აკრიტიკებს.

დასტაბილურების და შემცირების პერიოდი, ფაქტობრივად, არ გვქონია ბოლო 4-5 წელია, მუდმივად მზარდია ფასები, რაც, საბოლოო ჯამში, მთლიანობაში, მნიშვნელონად აძვირებს ცხოვრებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. კატასტროფულად არის გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯები, რაც საწვავთან არის დაკავშირებული 22%-ით, თითქმის 11%-ით არის გაძვირებული კომუნალური გადასახადები, არ არის ადამიანი, ვისაც ეს არ ეხება. ეს ეხება ადამიანებს და სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” არაფერს აკეთებს, რომ ეს შეაჩეროს. ხელისუფლებას აქვს გარკვეული ბერკეტები, რომ იმოქმედოს. ეს არის, ვთქვათ, გარკვეული გადასახადები, ვთქვათ აქციზის გადასახადი, ან შემცირება, ან დროებით შეჩერება, რომ ოდნავი შეღავათი მაინც იგრძნოს საქართველოს მოქალაქეებმა. თითქოს არაფერი, 3 ლარიანი, ფსიქოლოგიური ზღვარი იყოს ნავთობის და უკვე 4 ლარიანიც გადავლახეთდ ა ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას ამ ქვეყანაში, თითქოს არაფერი ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი უკვე ერტხელისუფლებიანობას, ერთპარტიულობას გრძნობენ და არ თვლიან საჭიროდ, რომ ვინმეს მიმართ, თუნდაც მოსახლეობის მიმართ იყვნენ ანგარიშვალდებული, – ამბობს გიორგი კეპულაძე.

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორი, ნოდარ სირბილაძე კი ინფლაციის ზრდაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკსაც აკისრებს. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის პოლიტიკამ ეკონომიკაში ჭარბი ფულის მასის შენარჩუნებას შეუწყო ხელი, რაც ფასების ზრდაზეც აისახა.

სურსათის ჯგუფს თუ მივაქცევთ ყურადღებას, თვიურ ჭრილში საერთოდ არ ყოფილა სურსათის ჯგუფში ინფლაცია, ამას გვეუბნება სტატისტიკა. თუ ზეტი ღირს 10 ლარი და ფასდაკლებული 5 ლარი იყო, 5 ლარი ხომ არ ჩაიწერა და ეს ხომ არ იყო მდგენელი. თუ ასე იყო, ეს მეთოდოლოგიურად მცდარია და არ შეიძლება, რომ ასე იყოს. მაგრამ, საქონლის ხორცზე რომ საუბრობენ, ორნიშნა ინფლაცია გვაქვს საქონლის ხორცზე, თევზეულზე დაახლოებით 24%-ით არის გძვირებული.

მთავრობა მაქსიმალურად უფრთხილდება ბიუჯეტს და არ უნდა, რომ ბიუჯეტს რაიმე სახის თანხა დააკლდეს. ეს იკვეთება ამ ყველაფრიდან. შესაბამისად, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა იმ ნაწილში გამომდინარეობს, რომ ამ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებას სჯობდა, რომ ის ჭარბი ფულის მასა, რაც გაუშვა ეკონომიკაში, ეს ფულის მასა ამოეღო. ეს მათ არ გააკეთეს და შესაბამისად, ინფლაციის ის გაზრდილი მაჩვენებელი, რაც ახლა გვაქვს, მათ შორის არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა, – ამბობს სირბილაძე.

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელს 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის გაძვირებამ მოახდინა. ამ სექტორში ფასები წლიურად 21.9%-ით გაიზარდა, მათ შორის, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯები 30.3%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურება 14.5%-ით გაძვირდა.

3.1%-ით გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებიც. განსაკუთრებით გაძვირდა თევზეული – 20.2%-ით, ხორცი – 7.6%-ით, ზეთი და ცხიმი – 7%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო – 5.7%-ით, ხოლო პური და პურპროდუქტები – 4%-ით.

წლიურ ჭრილში საცხოვრებელთან და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ფასები 10.1%-ით გაიზარდა, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კი გაძვირებამ 8.4% შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, განათლების ჯგუფში ფასები 12%-ით შემცირდა, რაც ძირითადად უმაღლესი განათლების 32.9%-ით გაიაფებამ განაპირობა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გინდ, შეიტანეთ და გინდ, გამოიტანეთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ ეშველება – ირაკლი ქადაგიშვილი
  • თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
  • „ხელისუფლება ფასების ზრდის შესაჩერებლად არსებულ ბერკეტებს არ იყენებს” – რას ამბობენ ექსპერტები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge