ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება – ამის შესახებ ბრალდებული ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოში გამოცხადება საკმარისი გახდა სხდომების დახურვისა!”
განჩინება, რომელიც ტოლფასია განაჩენისა! – დაწერა მან.
ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.
2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ექსპრემიერმა განაცხადა:
„მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილიწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიიდ მნიშვნელობა აქვს, პროცესსი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.
ამის პარალელურად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
