Tuesday, November 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ესროლეს და მოკლეს ბატკანძერი, რომლის გადარჩენისთვისაც 4 თვის განმავლობაში 15-მდე ადამიანი იბრძოდა – Veterinarium

November 3, 2026
ესროლეს და მოკლეს ბატკანძერი, რომლის გადარჩენისთვისაც 4 თვის განმავლობაში 15-მდე ადამიანი იბრძოდა – Veterinarium

ესროლეს და მოკლეს ბატკანძერი, რომლის გადარჩენისთვისაც 4 თვის განმავლობაში 15-მდე ადამიანი იბრძოდა – ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, ბატკანძერის ისტორია ივნისის ბოლოს დაიწყო, როცა პანკისის ხეობაში დაუძლურებული ბარტყი იპოვეს, რომელიც ფრენას ვეღარ ახერხებდა და თბილისში ჩამოიყვანეს. მპოვნელებმა მას ლუხუმა დაარქვეს

განცხადების მიხედვით „ლუხუმა“ გამოჯანმრთელებისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ოქტომბერში დააბრუნეს პანკისის ხეობაში, ტბათანაში, თავის ბუნებრივ გარემოში. კლინიკის ცნობით, გათავისუფლებამდე ლუკა ტყემალაძემ და ლექსო გავაშელიშვილმა მას GPS გადამცემი დაუმაგრეს, რომ მისი გადაადგილებისთვის თვალყური ედევნებინათ.

„3 დღის წინ მისგან მიღებულმა პირველმა სიგნალმა ყველა გაგვახარა, გუშინ კი ლუხუმა ახმეტაში დაჭრილი და დაუძლურებული იპოვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ის თბილისის ზოოპარკში გადაიყვანა, თუმცა გადარჩენა ვეღარ მოხერხდა: თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია და ფრინველი მიყვანიდან მალევე დაიღუპა.

აქვე განვმარტავთ, რომ ბატკანძერი ლეშიჭამია ფრინველია და არც პირუტყვს, არც შინაურ ფრინველებსა თუ სხვა ფერმერულ ცხოველებს საფრთხეს არ უქმნის. ლუხუმა არც მოსახლეობას მიახლოებია.

სავარაუდო შეფასებით, საქართველოში სულ 20-25 წყვილი ბატკანძერი ბინადრობს. ასეთი მცირერიცხოვანი პოპულაციისთვის თითოეული ფრინველის დაკარგვა მძიმე დანაკლისია. ლუხუმას სიცოცხლის გადასარჩენად ამდენი ადამიანის ოთხთვიანი შრომა და თავდადება ვიღაცის გასროლამ გაანადგურა“ – წერს კლინიკა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 4-ში დაიწყეს შარშან, 4-ში უნდა დაემთავრებინათ, მაგრამ 1 წლის თავზე დაამთავრეს ცრემლებით, სინანულით და მონანიებით – ირაკლი კირცხალია
  • „კობახიძე ბრიუსელში ვიზიტით ევროპასთან ურთიერთობის იმიტაციის შექმნას ცდილობს“ – ირაკლი კუპრაძე
  • ჯერ ჩამოყალიბდნენ ფართოვდებიან, არ ფართოვდებიან, ღიას ტოვებენ კარს, ოდნავ ხურავენ – ირაკლი კირცხალია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge