4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა.
მათ ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. შეთანხმების პირობების თანახმად, ორივე მათგანს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვით განესაზღვრა.
მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებენ.
რაც შეეხება სხვა პირებს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშის, ვლადიმერ გველესიანის, რამაზ მამულაძისა და ამირან დოლიშვილის მიმართ გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დარჩა.
