ჯერ სხვისი ფიქრები მე არ ვიცი. ჯერ ტელეპათიის ნიჭი არ გამომჟღავნებულა ჩემში,- ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ფიქრობს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას.
კობახიძის თქმით, ამ კითხვის დასმას არავითარი საფუძველი არ აქვს.
„როცა არავითარი საფუძველი არ აქვს კითხვას, ასეთი კითხვა არ უნდა დასვათ. არავითარი საფუძველი არ აქვს თქვენს კითხვას“,- განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ასეთი საკითხის დღის წესრიგში დადგომის შემთხვევაში, რა იქნება მისი რჩება პრეზიდენტისადმი, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის საერთოდ არ ჩაერევა.
„მე საერთოდ არ ჩავერევი საკითხში, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას და რასაც საფუძველი არ აქვს, იმას ნუ იკითხავთ“, – განაცხადა კობახიძემ.
