Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილიაუნის სტუდენტები მინისტრს უნივერსიტეტში იბარებენ

November 2, 2026
ილიაუნის სტუდენტები მინისტრს უნივერსიტეტში იბარებენ

მოძრაობა “დაიცავი ილიაუნი” განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო დისკუსიაზე იწვევს – განცხადება ამის შესახებ მოძრაობა “დაიცავი ილიაუნის” წარმომადგენლებმა გააკეთეს.

მათი თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა სერიოზულ კითხვებს აჩენს მის მიზანშეწონილობასთან და ფუნქციასთან დაკავშირებით იმ სტუდენტებს შორის, რომელთა ცხოვრებაზეც ეს პროცესები პირდაპირ აისახება.

სტუდენტების თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში უნივერსიტეტის და განათლების მომავალი წყდებოდეს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ექსპერტების, კვლევების და აკადემიური სივრცის მონაწილეობის გარეშე.

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა გასცდა უნივერსიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა აკადემიური თავისუფლება, მეცნიერული კვლევისთვის ხელის შეწყობა და ახალი ცოდნის შექმნა.

ეს რეფორმა სერიოზულ კითხვებს აჩენს მის მიზანშეწონილობასთან და ფუნქციასთან დაკავშირებით იმ სტუდენტებს შორის, რომელთა ცხოვრებაზეც ეს პროცესები პირდაპირ აისახება.

განსაკუთრებით მძიმეა ის ვითარება, რომელშიც აღმოჩნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – უნივერსიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და რომელიც საერთაშორისო საუნივერსიტეტო სიაში ქართულ უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში უნივერსიტეტის და განათლების მომავალი წყდებოდეს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ექსპერტების, კვლევების და აკადემიური სივრცის მონაწილეობის გარეშე.

მიუღებელია, რომ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავს არიდებდნენ სტუდენტებთან კომუნიკაციას.

მიუღებელია ფაქტი, რომ აკადემიურ სივრცეს უნივერსიტეტის რადიკალურ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ყველაზე ბოლოს ატყობინებენ.

მიუღებელია უნივერსიტეტის მიმართ დამოკიდებულება, რომ ის მხოლოდ ადმინისტრაციული ერთეულია და არა ადგილი, სადაც ახალი იდეები და ცოდნა იბადება.

ჩვენ არაერთხელ გამოგვიხატავს პროტესტი და არაერთხელ დაგვისვამს კითხვები, მათ შორის განათლების სამინისტროში შეტანილი განცხადებებით. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, არც მიღებული ოფიციალური და ბუნდოვანი პასუხებია საკმარისი.

ამიტომ, დღეს საჯაროდ მივმართავთ განათლების ე.წ რეფორმაზე პასუხისმგებელ პირს, გივი მიქანაძეს და ვიწვევთ მას უნივერსიტეტში, საჯარო დისკუსიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან!

მოგიწოდებთ, რომ პირდაპირ გასცეთ სტუდენტებს პასუხი კითხვებზე, ესაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც თქვენი უწყება განათლების რეფორმად მოიხსენიებს.

ჩვენ არ გვჭირდება ზოგადი განმარტებები და წინასწარ მომზადებული პასუხები.
ჩვენ გვჭირდება ღია დისკუსია, კონკრეტული არგუმენტები და ის, რომ სტუდენტების წინაშე აიღოთ მათთან კომუნიკაციის პასუხისმგებლობა.

არ ვართ თანახმა შეხვედრის ფორმატის არც ერთ ცვლილებაზე და არ ვართ თანახმა სამთავრობო ტელევიზიებში მოსვლაზე. ეს ჩვენი დიალოგი უნდა იყოს.

თუ დარწმუნებული ხართ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, მოსვლა არ უნდა გიჭირდეთ და თავს არ უნდა არიდებდეთ სტუდენტებთან შეხვედრას, რომელთა მომავალსაც ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს.

დღეს არის 2 ნოემბერი და ეს არის ჩვენი საჯარო მოწვევა.
ველოდებით თქვენს პასუხს 18 ნოემბრამდე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალი არ არის საკითხი, რომლის ფორმირება აკადემიური სივრცის გარეშეა შესაძლებელი.

ამ ქვეყანაში განათლებისკენ სწრაფვის იდეა იქნება უკვდავი, სტუდენტური ერთობა კი შეუჩერებელი.
ჩვენ დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს
და დავიცავთ განათლებას!

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტში დაინიცირდა და განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს განსახილველად გადაეცა კანონის პროექტი, რომელიც სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს
  • ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება – კახა კალაძე
  • ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი – ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის „ბრალის დამადასტურებელი“ – ნათია თამაზაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge