Friday, November 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

November 2, 2026
“იმ­დე­ნი მუ­ქა­რა გვაქვს, მე და ნი­კამ, ორი­ვემ ავ­ტო­მა­ტე­ბი ვი­ყი­დეთ…” – რას აცხადებს ეკა კუპატაძე

ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ეხმაურება. ის გიორგი მალანიას ადვოკატს ცრუ განცხადებებში ადანაშაულებს. კუპატაძის თქმით, სიმართლის დამახინჯება განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.

“ერთხელ, ძევრში თბილისიდან ჩამოსული იყო მეზობლის ბავშვი. თურმე, თამაშისას ცხვირიდან სისხლი წასკდა. ისევ ბავშვებმა შეუჩერეს. მაშინ ნიკა და გიგა პატარები იყვნენ. სახლში რომ მოვიდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ მოყოლას, თუ როგორ მიიღეს მონაწილეობა სისხლდენის შეჩერებაში თვითონაც და იმ დღეს გამომიცხადეს, რომ ექიმები უნდა გამოსულიყვნენ, რათა სხვების სიცოცხლე გადაერჩინათ.
ნებსით თუ უნებლიეთ, ალბათ, ყველას გვითქვამს “დიდი” თუ “პატარა”, “კეთილი” თუ “ბოროტი” ტყუილი.
აი, გიგა ავალიანს კი — არასდროს.
ხშირად უთქვამს კიდეც:
— “ადამიანი, როცა ტყუილს ამბობს, ე. ი. არასწორი საქციელის გადაფარვა უნდა.
საკუთარ სინდისზე მკაცრად კი თავისი ქცევის გამო პასუხს ვერავინ მოსთხოვს.
მისი საქციელი თავად ხომ იცის უკვე, ე. ი. თავის სინდისს ვერ გააცურებს და ვისთვის ან რისთვის იტყუება?”-ო.

რატომ ვამბობ ამ ყველაფერს, იცით?
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა რომ პროფესიად აირჩია, ისეთი ბიჭი მოკლა “ადამიანების” ხელმა და ტყუილი რომ არასდროს უთქვამს, ისეთი ბიჭის მკვლელების დასაცავად ყველა წინადადებაში იტყუებიან ადვოკატები.
დღეს, 2 ნოემბერს, მალანიას სასამართლო პროცესია და რა ძნელია, უსმინო მატყუარა ადვოკატს, როცა სიმართლე იცი, მაგრამ პროცესზე ხმის ამოღების უფლება არ გაქვს.
არც სჭირდება ჩემი სიტყვის წაშველება პროკურორ — ქალბატონ ქეთი სონიძეს, თუმცა მაინც ამაზრზენია, როცა ისმენ, როგორ იცავენ მკვლელებს ტყუილით.

სასამართლოს პატივს ვცემ და ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს მაინც უნდა ვთქვა:
— 1 ოქტომბერს, მკვლელობის დღეს, გიორგი მალანიას გაკვეთილი იწყებოდა 18:30 სთ-ზე.
სწორედ 18:30 სთ-ზე ალექსანდრე გაბაშვილმა დაურეკა გიორგი მალანიას და როგორც თავად გიორგი მალანია ჩვენებაშიც წერს, ამ დროს იყო ცენტრში.
მალანიას ადვოკატი ამბობს:
— გიორგი მალანია ამ დროს არათუ ცენტრში, არამედ სადარბაზოს მახლობლადაც ვერ იქნებოდა, რადგან ანძებით ის მუხიანშიაო.
ჯერ ერთი, სადარბაზოდან არ შევდიოდით, უკანა ეზოდან შევდიოდით და სწორედ მალანიას დახმარებით, მკვლელებმა ზუსტად იცოდნენ, 4 კარიდან რომელი იყო ჩვენი შესასვლელი და 8 ერთნაირი ფანჯრიდან რომელი იყო ჩემი ოთახის ფანჯარა.
და ყველაზე მთავარი:
ანძა, რომელზეც საუბარია, სურათში ხედავთ, რომ ჩანს ჩემი შესასვლელიდან, ხოლო გიგას სამეცადინო ოთახიდან ამ ანძამდე მანძილი არის 126 მეტრი.

სასამართლო პროცესები დასასრულს მიუახლოვდა და უკანა შესასვლელისა და ანძის დეტალები ამ დრომდე თუ არ იცი ადვოკატმა, ეს არაპროფესიონალიზმია, ან თუ იცი და მაინც იტყუები, ეს არაკეთილსინდისიერებაა.
ხოლო როცა სიმართლეს და სამართალს ერთმანეთს ვერ ამთხვევ და ტყუილებით გინდა გახვიდე ფონს, მაშინ ორივეა ერთად.
(ისე, ეს ანძები თუ სჭირდებათ, მყარი მტკიცებულებაა, თუ ხელს უშლით — აბსურდია.)
ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ნამდვილად ამ ანძაზეა საუბარი.
გუშინ ქალბატონი იზა ომაძე ვნახე — ნიკო კვარაცხელიას დედა.
აბსუსი კია, მომავალმა ნიკო კვარაცხელია და გიგა ავალიანი გამოგიგზავნოს და მოკლა.
მერე ამ მკვლელობით ხელიც მოითბოს ვერშემდგარმა ინდივიდებმა…“ – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს სურვილი ყოველთვის მქონდა…“ – რას ამბობს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
  • “მოკლული ძმების დისშვილი გაიტაცა”- ახალი დეტალები კახეთში მომხდარ ძმების მკვლელობაზე
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge