Sunday, November 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“500 ცხოველამდეა, შეიძლება მეტიც. დარწმუნებული ვარ, ეს ერთადერთი ადგილი არ არის” – თბილისში აღმოჩენილ ცხოველთა სამარხებზე მოქალაქეები გამოძიებას ითხოვენ

November 1, 2026
“500 ცხოველამდეა, შეიძლება მეტიც. დარწმუნებული ვარ, ეს ერთადერთი ადგილი არ არის” – თბილისში აღმოჩენილ ცხოველთა სამარხებზე მოქალაქეები გამოძიებას ითხოვენ

“შაბათის ეთერის“ მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი შემზარავი სურათის შესახებ საუბრობენ. მათი მტკიცებით, ორმოებში ასობით ძაღლის ცხედარია, ნაწილს კი ძალადობის შესაძლო კვალი აღენიშნება.

უფლებადამცველები ცხოველების სავარაუდო სასტიკად დახოცვის ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას მოითხოვენ.

“ვკანკალებ, ცუდად ვარ, ბოლომდე არ მინდოდა დაჯერება. თათი რომ აქვს დარჩენილი ძაღლს, ვკვდები იმ სურათზე…” – ამბობს მოქალაქე.

“ყველას ენა აქვს გადმოგდებული. ტრავმირებული იცით, როგორი? ან თავში რომ ჩაარტყამ რაღაცას, ან გულს რომ დაუზიანებ და როგორც ვიცით, რაღაც მარილის ნემსებს უკეთებენ, 15 წუთში რომ იღუპება ძაღლი წვალებით. ნატანჯი სახეები აქვთ, დასისხლიანებული ცხვირ-პირი და დანარჩენი არიან ჯანმრთელი ძაღლები. ბირკები დაცლილი აქვთ, ყველას ყურები შევუმოწმე. რავიცი, სისასტიკეა ჩადენილი და ეს დაუსჯელი აღარ დარჩება” – ამბობს უფლებადამცველი.

“დაგვხვდა ეს სურათი, ამოთხრიული ორი ცარიელი ორმო და 6 შევსებული. გატენილია ძაღლებით, აი, ასე დაპრესილი, ეტყობა ვერ ტევენ, იმდენია… აბსოლუტურად ყველა ძაღლს სახეზე ეტყობა ნატანჯი სიკვდილი, სისხლი სდის ყველას პირიდან. მასობრივად, სადისტურად ხოცავენ ძაღლებს. მე დამიხოცეს მარტო 100-მდე ძაღლი” – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

“500 ცხოველამდეა, შეიძლება მეტიც. დარწმუნებული ვარ, ეს ერთადერთი ადგილი არ არის, ამის შესახებ ვიცოდით, უბრალოდ, არ გვქონდა მტკიცებულებები. აუცილებლად უნდა აღიძრას საქმეები რამდენიმე მუხლით: პირველ რიგში, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, წამება, სიკვდილი – 259-ე მუხლი, შემდეგ გარემოს დაბინძურება, ინფორმაციის დამალვა, სტატისტიკის გაყალბება და ა.შ. უამრავი მუხლია აქ სახეზე და კეთილი ინებონ და დაიწყონ გამოძება” – ამბობს მოქალაქე.

ცნობისთვის, “შაბათის ეთერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.

რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ – ორ რეისს აკეთებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ” – რას წერს შალვა პაპუაშვილი
  • “500 ცხოველამდეა, შეიძლება მეტიც. დარწმუნებული ვარ, ეს ერთადერთი ადგილი არ არის” – თბილისში აღმოჩენილ ცხოველთა სამარხებზე მოქალაქეები გამოძიებას ითხოვენ
  • ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge