მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, კაცი ხონის მკვიდრია, მას გულის პრობლემები ჰქონდა და სავარაუდოდ, თევზაობის დროს გული გაუსკდა.
